93 წლის ასაკში გარდაიცვალა ნოდარ ნათაძე
93 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ლიტერატურათმცოდნე ნოდარ ნათაძე.
ნოდარ ნათაძე 1989 წლიდან იყო საქართველოს სახალხო ფრონტის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე.
1989-90 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის უზენაესი საბჭოს წევრი.
1992-1995 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.
ნოდარ ნათაძე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერია.