რიში სუნაკი: G20-ის სამიტზე ჩვენ პუტინის რეჟიმს გავაკრიტიკებთ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი აცხადებს, რომ G20-ის სამიტზე რუსეთის მიმართ „ჩვეულებრივი“ პოლიტიკის გატარებას არ უნდა ველოდოთ.
მისივე თმით, რუსეთის ომი უკრაინაში სიცოცხლეს ანადგურებს და საერთაშორისო ეკონომიკას ქაოსში აყენებს
„G20-ის სამიტი არ იქნება ჩვეულებრივი. ჩვენ გავაკრიტიკებთ პუტინის რეჟიმს და გამოვამჟღავნებთ მათ სრულ უგულებელყოფას საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართ“, – განაცხადა სუნაკმა.
ცნობისთვის, G20-ის სამიტი ინდონეზიის კუნძულ ბალიზე 15-16 ნოემბერს გაიმართება.