რუსეთმა აკრძალა ქვეყნის გარეთ დატვირთული გემების ქერჩის სრუტით გავლა
რუსეთმა აკრძალა ამ ქვეყნის საზღვრებს გარეთ დატვირთული გემების ქერჩის სრუტის გავლით აზოვის ზღვაში შესვლა.
ცნობა გაავრცელა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ტასს-მა, რომელიც იმოწმებს თურქეთის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებულ მთავარ სამმართველოს, რომელიც საზღვაო საქმეებს განაგებს.
„ოფიციალური შეტყობინების თანახმად, რომელიც მივიღეთ რუსეთის ფედერაციის საზღვაო ადმინისტრაციისგან, აიკრძალა რუსეთის გარეთ დატვირთული გემების გასვლა აზოვის ზღვასთან დამაკავშირებელი ქერჩის სრუტის ჩრდილოეთის მიმართულებით“- მოჰყავს სააგენტოს უწყების განცხადება. რუსეთის ხელისუფლებას ამ ცნობის გამო კომენტარი არ გაუკეთებია.
8 ოქტომრებს ქერჩის სრუტეში არსებულ ხიდზე მოხდა აფეთქება. დაიღუპა აფეთქებული სატვირთო მანქანის და ახლოს მყოფი სხვა ავტომანქანების მძღოლები. მომხარი "ტერორისტულ აქტად" შეფასა რუსეთმა და უკრაინის უშიშროების სამსახურს დასდო ბრალად მისი ორგანიზება.