ალასანის თქმით სააკაშვილი მის ბიბლიოთეკას პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად შეუფერებელ ადგილად მიიჩნევს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, მის შვილს არ მოეწონა თანაპარტიელების მიერ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ახალი თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობაზე სალაპარაკოდ პრეზიდენტის ბიბლიოთეკის გამოყენება. როგორც ალასანიამ დღეს უთხრა მედიას შვილის მონახლების შემდეგ, სააკაშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩართული არ არის, თუმცა მიიჩნევს, რომ როცა არსებობს პარტიის ოფისები, პარტიასთან დაკავშირებული განცხადებების გამოსაყენებლად მის მიერ დაფუძნებული ბიბლიოთეკა არ უნდა იყოს გამოყენებული.
„ჩემთან „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზე არ უსაუბრია. ერთადერთი აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკა არ არის ადგილი, სადაც უნდა იღებდნენ მსგავს გადაწყვეტილებებს, რადგანაც ამისთვის ოფისები არსებობს", - განაცხადა გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედთან."
პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში ბრიფინგი რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ გამართა. ის პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევნების დანიშვნას ითხოვს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არჩევნებში მონაწილეობას სავარაუდოდ მიიღებენ მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის წევრი, გიორგი ჩლაიძე და აქტივისტი გიორგი მუმლაძე.