ანდრეი ერმაკი: რუსეთი G20-ზე ზელენსკის ძლიერ გამოსვლას სარაკეტო დარტყმით პასუხობს
რუსეთი G20-ზე ზელენსკის ძლიერ გამოსვლას სარაკეტო დარტყმით პასუხობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.
„ვინ ფიქრობს სერიოზულად, რომ რუსეთს ნამდვილად მშვიდობა სურს? კრემლს მორჩილება სურს. მაგრამ საბოლოო ჯამში ტერორისტები ყოველთვის აგებენ”, – წერს ერმაკი.
მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა “ტელეგრამის” პირად გვერდზე დაწერა, რომ უკრაინული ინფრასტრუქტურის განადგურებით რუსი “მშიშრები მხოლოდ ზრდიან კომპენსაციების რაოდენობას, რომელსაც უკრაინას მათი მოქალაქეები გადაუხდიან”.
“ომს ისინი ვერ მოიგებენ, ყველაფერს აღვადგენთ”, – წერს ერმაკი.