რუსთავში, „აზოტის“ ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა – ხარაჩოს ქვეშ სამი ადამიანი მოჰყვა
რუსთავში, „აზოტის“ ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა. ხარაჩოს ქვეშ სამი ადამიანი მოჰყვა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ამ წუთებში ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულნი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში News.ge -ს განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.