რუსთავში აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა, დაიღუპა ერთი მუშა
![რუსთავში აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა, დაიღუპა ერთი მუშა](https://gdb.rferl.org/00930000-0aff-0242-3730-08dac941c872_cx0_cy0_cw81_w800_h450.jpg)
რუსთავში, აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე, ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ერთი ადამიანი გარდაცვლილია, ორი - დაშავებული.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ორივე დაშავებული მუშა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები.