ზურაბ ჯაფარიძე: მთელი დღეა ჩემი უკანალის გარდა ვერც ვერაფერზე ლაპარაკობენ ჩემთან მიმართებით
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარლამენტში არყოფნა მისთვის დისკომფორტი არ არის, რადგან საკანონმდებლო ორგანო არალეგიტიმურია.
მისივე თქმით, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, სუსტი გამოჩნდებოდა, ახლა კი თავს ძლიერად გრძნობს.
„პარლამენტში ხელისუფლებას ჰყავს ადამიანები, რომლებზეც იციან, რომ ბევრი მათგანისთვის ბოიკოტზე უფრო მნიშვნელოვანი არის საპარლამენტო სკამი და ამ ადამიანების ისინი ზემოდან უყურებენ. რამდენიც არ უნდა იჩხუბონ და რაც არ უნდა აკეთონ, ხელისუფლება მათ მოქმედებებს არასერიოზულად უყურებს. მე ვარ ძლიერად იმით, რომ არ ვარ პარლამენტში, ჩემთვის ეგ სიძლიერე არის, მაგიტომაც არის, რომ მთელი დღეა ჩემი უკანალის გარდა ვერც ვერაფერზე ლაპარაკობენ ჩემთან მიმართებით. მე საკუთარ თავთან ვარ მართალი და ეგ არის ჩემი სიძლიერე, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, სუსტი გამოვჩნდებოდი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.