19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დაისვენეთ, განიტვირთეთ მეგობრებთან ერთად, აღიდგინეთ ძალები. დაისახეთ სამომავლო მიზნები.
კურო
თქვენი განწყობითა და ენერგეტიკით მარტივად დაალაგებთ სასიყვარულო ურთიერთობებს, მათ, ვისაც მეწყვილე არ გყავთ იაქტიურეთ, შესაფერისი დროა ამისთვის.
ტყუპები
კირჩხიბი
მიჰყევით დღის ჩვეულ საქმეებს, მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე. საღამოს, შესაძლოა, მცირე სიურპრიზმა გაგახაროთ.
ლომი
შეიქმენით ამაღლებული განწყობა, თქვენი შინაგანი მუხტი სხვებისთვის დიდი მოტივაციის მომტანი იქნება. შესაძლოა, მოხვდეთ წვეულებაზე, სადაც საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ.
ქალწული
მეტად დაკავდით საკუთარი თავით, შეიქმენით კომფორტი. ნუ ჩაერევით სხვადასხვა გაუგებრობებში, რომელიც თქვენ ნაკლებად გეხებათ. საღამოს მოიწყვეთ რომანტიკული ვახშამი, ან გაერთეთ მეგობრების წრეში.
სასწორი
დაიცავით ემოციური ბალანსი. შემეცნებითად განვითარდით. მიჰყევით თქვენს გეგმებს, მაგრამ ნუ გადაიტვირთებით, მოუფრთხილდით ჯანმრთელობას.
მორიელი
ივარჯიშეთ, მოაწესრიგეთ პირადი სივრცე, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, კვების რაციონს. დაკავდით ისეთი საქმეებით, რომელიც სტრესს არ უკავშირდება.
მშვილდოსანი
დღე კარგია, ახალი წამოწყებებისთვის, მაგრამ გამოიჩინეთ მეტი წინდახედულობა და მოთმინება. ასევე ნაყოფიერია დღე რომანტიული ურთიერთობებისთვის.
თხის რქა
სჯობის, ეს დღე საკუთარ თავს მიუძღვნათ, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, იმიჯზე. მოაწესრიგეთ პარტნიორული ურთიერთობები. საღამოს გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, გაერთეთ მეგობრების წრეში.
მერწყული
დღე ნაყოფიერია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ასევე, პირად ურთიერთობების დასალაგებლად და მათთვის ვინც სიყვარულის ძიებაშია. იყავით მეტად გახსნილი ახალი ნაცნობობისთვის.
თევზები
დღეს შესაძლოა, გარკვეული ეჭვები დაგეუფლოთ, ნუ აჰყვებით ემოციებს, სჯობს, თვითშეფასების ამაღლებით დაკავდეთ.