Deutche Welle: ილონ მასკმა ტვიტერზე ტრამპის „დაბრუნების“ კენჭისყრა გამოაცხადა
Twitter-ის ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა, გამოაცხადა კენჭისყრა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ანგარიშის განბლოკვის საკითხზე. ამერიკელი მეწარმის მიკრობლოგში მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ ვარიანტი „მომხრე“ ან „წინააღმდეგი“. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
გამოკითხვას თან ახლდა ლათინური ანდაზა „Vox populi, vox Dei“ – „ხალხის ხმა ღმერთის ხმაა“. ხმის მიცემა 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება. პირველ ორ საათში დაახლოებით ოთხმა მილიონმა მომხმარებელმა გამოთქვა აზრი ტრამპის ანგარიშის განბლოკვის შესახებ.
მანამდე ბიზნესმენმა გაამხილა, რომ Twitter-ის სამი ექაუნთი ანგარიში განიბლოკა. სოციალურ ქსელში კვლავ ხელმისაწვდომია კომიკოსისა და მსახიობის ქეთი გრიფინის, ფსიქოლოგის ჯორდან პეტერსონის და კონსერვატიული სატირული ქრისტიანული პორტალი Babylon Bee-ის მიკრობლოგები.
2021 წლის იანვარში, კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ, Twitter-მა გამოაცხადა, რომ სამუდამოდ დაბლოკა დონალდ ტრამპის ექაუნთი. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არსებობდა „ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკი“. მსგავსი გადაწყვეტილებები სხვა სოციალურმა ქსელებმაც მიიღეს. ამის შემდეგ, Twitter-მა ასევე დაბლოკა სხვა ექაუნთებიც, რომლებიც სავარაუდოდ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს ეკუთვნოდა.
Twitter-ის ყოფილმა ფინანსურმა დირექტორმა ნედ სეგალმა მაშინ განაცხადა, რომ ტრამპს არ ექნება წვდომა სოციალურ ქსელში, თუნდაც მან კვლავ იყაროს კენჭისყრა საპრეზიდენტო არჩევნებში.
ილონ მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგების დროს, Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვას შეცდომად თვლის. მან თქვა, რომ მუდმივი აკრძალვები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ბოტების, თაღლითების ან სპამის მომხმარებელთა წინააღმდეგ.
სამშაბათს, 15 ნოემბერს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, ის აშკარად ლიდერობს სხვა რესპუბლიკელ კანდიდატებთან შედარებით. ექს-პრეზიდენტი უფრო პოპულარულია ვიდრე მისი თანაპარტიული კონკურენტები.