დმიტრი მედვედევი: ზელენსკის მოლაპარაკებები აშკარა ეგოისტური მიზეზების გამო არ სურს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მოლაპარაკებების წინააღმდეგია“.
მისივე თქმით, ზელენსკის „უკრაინის დაშლის აუცილებლობის აღიარება არ სურს, ამიტომ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს“.
„ზელენსკის არ სჭირდება მოლაპარაკებები აშკარა ეგოისტური მიზეზების გამო. უფრო მეტიც, მოლაპარაკება ძალიან საშიშია მისთვის. ბოლოს და ბოლოს, თუ იგი უკრაინის დაშლის რეალობას არ აღიარებს, მაგიდასთან დაჯდომას აზრი არ ექნება“, – აცხადებს მედვედევი.