მოსკოვმა გაეროს გენერალურ მდივანს უკრაინელების მიერ სამხედრო ტყვეების მიმართ „სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის შესახებ“ წერილი მისწერა
მოსკოვმა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს „რუსი სამხედრო ტყვეების მიმართ უკრაინელების სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის შესახებ“ წერილი გაუგზავნა.
წერილის შესახებ ინფორმაციას გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე დიმიტრი პოლიანსკი ავრცელებს.
„დღეს ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით წერილი გავუგზავნეთ ანტონიუ გუტერეშს და ვთხოვეთ, გავრცელდეს იგი, როგორც ოფიციალური დოკუმენტი უშიშროების საბჭოში და გაეროს გენერალურ ასამბლეაში. უკრაინამ პასუხი უნდა აგოს თავის სამხედრო დანაშაულებზე“, – აცხადებს პოლიანსკი.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის შეიარაღებული ძალები 10-ზე მეტი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯაში დაადანაშაულა.