ილონ მასკმა ტრამპი დააბრუნა Twitter-ზე
„ტრამპის Twitter-ის ანგარიში აღდგენილია“, - დაწერა ილონ მასკმა Twitter-ზე, სადაც მან სოციალური ქსელის მომხმარებელთა შორის 24 საათიანი გამოკითხვა ჩატარა.
15 მილიონზე მეტმა ადამიანმა, გამოკითხვაში მონაწილეთა 51,8%-მა, დონალდ ტრამპის ანგარიშის აღდგენას დაუჭირა მხარი, 48,2% კი წინააღმდეგი აღმოჩნდა.
Twitter-ე დაბლოკვის დროს დონალდ ტრამპს 88 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა.
„ხალხმა იმსჯელა. ტრამპი აღდგება. Vox Populi, Vox Dei (“ხმა ერისა, ხმა ღვთისა") , - დაწერა მასკმა ტვიტერზე.
თუმცა, როგორც მედია წერს, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა არ დაბრუნდეს Twitter-ის პლატფორმაზე, რადგან მან ადრე განაცხადა, რომ ამისთვის ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავს.
ტრამპი Twitter-ის პლატფორმაზე 2021 წლის 6 იანვრს დაბლოკეს ძალადობის წამახალისებელი განცხადებების გამო.