Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

მეუფე შიო: ამიტომ ეს სიტყვები ეხება ყველას, ვინც ამ ცხოვრების გზაზე ჭრილობები მიიღო

ერთადერთი წყარო და ძალა ნამდვილი კურნებისა და ყოველი სიკეთისა არის უფალი იესო ქრისტე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიონ (მუჯირი) სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დღეს ჩვენ მოვისმინეთ მაცხოვრის დიდებული სიტყვები სახარებიდან: „ნუ გეშინია, შვილო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა შენ. წადი მშვიდობით!“ ეს მისი ცნობილი სიტყვები განეკუთვნება არა მხოლოდ ამ სისხლმდინარე დედაკაცს, რომელიც უფალმა განკურნა, რომელიც შეეხო მისი სამოსლის კალთას და მეყსეულად განიკურნა, არამედ განეკუთვნება ყველა ადამიანს, იმიტომ, რომ ადამიანი შეიძლება სისხლმდინარე იყოს ფიზიკურად, მაგრამ შეიძლება იყოს სულიერადაც.

ამიტომ ეს სიტყვები ეხება ყველას, ვინც ამ ცხოვრების გზაზე ჭრილობები მიიღო, ვინც მიხვდა და ვინც გრძნობს, რომ ერთადერთი წყარო და ძალა ნამდვილი კურნებისა და ყოველი სიკეთისა არის უფალი იესო ქრისტე, ვინც მიისწრაფვის ამ ზეციურ და საღვთო მკურნალთან, რომელიც დევნის ეშმაკებს, რომელიც თვალს უხელს ბრმებს და რომელიც მკვდრებს აღადგენს, ვინც მიისწრაფვის მასთან და ვისაც სურს, შეეხოს მისი სამოსლის კალთას.

აი, სწორედ ასეთი შეხებით მიდის მასთან ეს სისხლმდინარე დედაკაცი და როგორც დღეს სახარებაში წავიკითხეთ, ხალხმრავლობა იყო. რა თქმა უნდა, ამ დედაკაცს ეგონა, რომ მისი სნეულებაც, მისი ასე ზურგიდან მიპარვაც და სამოსლის კალთაზე შეხებაც, მისი სიხარულიც შეუმჩნეველი დარჩებოდა ხალხისთვისაც და მაცხოვრისთვისაც, მაგრამ უეცრად მას ესმის შეკითხვა: „ვინ შემეხო მე?“ წარმოიდგინეთ ამ ქალის მღელვარება, მან ალბათ იფიქრა: „იქნებ რაიმე ცუდი ჩავიდინე, იქნებ არასწორად მოვიქეცი, იქნებ რაიმე სასჯელი მელის ახლა, ასე რომ მოვიქეცი?“ იგი დაიჩოქებს მაცხოვრის წინაშე და ყველაფერს უამბობს. პასუხად ესმის ეს სიტყვები: „ნუ გეშინია, ასულო, შენმა სარწმუნოებამ გადაგარჩინა შენ!“ აი, რა დიდი ძალა აქვს ქრისტეს სამოსლის კალთაზე შეხებას. ის სამოსელი, რომლითაც ჩვენი ყოვლისშემძლე შემოქმედი შემოსილია, არის მთელი სამყარო.

გახსოვთ დავით წინასწარმეტყველის სიტყვები? – „შეიმოსე ნათელი, ვითარცა სამოსელი“. ე.ი. უფლის სამოსელი არის მთელი სამყარო, ეს არის ციური სხეულები, ეს არის ბუნების ყველა მოვლენა, ეს არის მცენარეები, ეს არის ვარსკვლავები, ეს არის ყვავილები, ეს არის პირუტყვები თუ ადამიანები, ყველა გახლავთ აი, ასე ნაირფერად მორთული სამოსი უფლისა, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენ, როგორც წესი, ვუმზერთ და ვეხებით მოკრძალების, მოწიწებისა და აღელვების გარეშე, ვერ ვაცნობიერებთ მის სიდიადეს და გონებისთვის მიუწვდომელ მშვენიერებას.

აი, როდესაც მაცხოვარმა განკურნა ეს სისხლმდინარე ქალი, მაშინ იქ იმყოფებოდა სინაგოგის წინამძღვარი იაიროსი, რომელსაც შვილი უკვდებოდა და ამის გამო მიმართავს მაცხოვარს, მაგრამ მოდიან მისი მსახურები და ეტყვიან, რომ ეს გოგონა უკვე გარდაიცვალა და მოძღვრის შეწუხება საჭირო აღარ არის. უფალმა რომ დაინახა იაიროსის მწუხარება, ასევე საოცარი სიტყვები უთხრა მას: „ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და განიკურნება შენი ასული“.

როგორი ნათელი და სანუგეშო სიტყვებია, ძვირფასო ძმებო და დებო, როგორი ნუგეშია, როგორი შეწევნაა ყველა ადამიანისთვის დაეჭვების თუ მწუხარების, სევდიანობის თუ სასოწარკვეთილების წუთებში, რომ „მხოლოდ გწამდეს, მხოლოდ ირწმუნე“ და უფალი მუდამ შენთან იქნება, არასდროს მიგატოვებს და იგი ყოველთვის მზად არის, რომ ყველას დაეხმაროს და შეეწიოს!

უფალი მიდის იაიროსის სახლში და იქ წარმოითქმება კიდევ ერთი სიტყვა, რომლითაც ოდესმე უფალი მკვდრეთით აღადგენს ყველა ადამიანს საფლავებიდან. იგი ეტყვის ამ მკვდარ გოგონას: „ყრმაო, აღდეგ!“ შემდეგ ლუკა მოციქული მოგვითხრობს, რომ „და დაუბრუნდა მას სული“. „დაუბრუნდა“ ნიშნავს, რომ სული ცოცხალი იყო, დროებით იყო განშორებული სხეულისგან და ეს სული ბრუნდება სხეულში. ეს გოგონა მაშინვე წამოდგება, გაცოცხლდება და მისი გაცოცხლების დასტურად და ნიშნად უფალი ბრძანებს, რომ მას საჭმელი მოუტანონ.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ასეთი შესანიშნავი სახარება წავიკითხეთ დღეს ჩვენ და ვეცადოთ, ღვთის მადლით, რომ გვახსოვდეს ეს სამი სიტყვა, დღეს უფლის მიერ წარმოთქმული, და ჩვენს გულებზე სალბუნად დავიდოთ: „ნუ გეშინია, შვილო, შენმა სარწმუნოებამ გადაგარჩინა შენ“, „ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე“ და „ყრმაო, აღდეგ!“ ამინ“,- განაცხადა მეუფე შიომ.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

В Сети появилось видео пожара на теплоходе в Архангельске



Жизнь

В Армении прошел крупнейший на постсоветском пространстве «Бессмертный полк». Видео. Фоторяд






103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Девушка устроила пожар в ЖК «Люберецкий», очевидцы сняли мемное видео

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»

Мошенники обокрали пенсионерку из Москвы на 14 миллионов рублей

«СВЯТОЙ ЛЕНИН» помогает Государственной Думе РФ оптимизировать налоговую сферу. «СВЯТОЙ кибер ЛЕНИН» удаляет налоги: перезагрузка.


Москва

Новые городские проекты в сотрудничестве с парком Юрия Лужкова готовит Фонд Юрия Лужкова






Rss.plus
Moscow.media
Москва

Собянин сообщил о планах создания отечественной платформы электромобиля



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анастасия Волочкова

Больше не пьет просекко! Волочкова призналась еще в одной зависимости




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Собянин рассказал о ходе строительства Троицкой линии метро

Анонс выпуска городской газеты «Деловой Новочеркасск» №17 (185)

Пензенские регбистки выиграли первенство России


ATP

Хачанов победил Шевченко во втором круге турнира ATP в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru