იან კელი: საქართველოს ევროკავშირის კანდიდატურა „ქართული ოცნების“ ხელშია და არა …
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი ტვიტერზე წერს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატურა „ქართული ოცნების“ ხელშია.
„საქართველოს ევროკავშირის კანდიდატურა „ქართული ოცნების“ ხელშია და არა ოპოზიციის. გამოიყენეთ თქვენი უმრავლესობა 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ახლავე“, – წერს კელი.