ვოლგოგრადში მობილიზებულ რეზერვისტთა ცოლები და დედები ვლადიმირ პუტინს მათი ნათესავების ფრონტის წინა ხაზიდან დაბრუნებას სთხოვენ
ვოლგოგრადის 42-ე მოტორიზებული დივიზიის 291-ე პოლკიდან მობილიზებულთა ცოლებმა, დებმა და დედებმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ვიდეომიმართვა გაუგზავნეს, რომელშიც სთხოვენ დააბრუნონ მათი შვილები, ძმები და ქმრები უკრაინის ფრონტის ხაზიდან. შესაბამისი ვიდეო მიმართვა გამოქვეყნდა ტელეგრამის არხზე "ფრთხილად, ახალი ამბებია".
მიმართვის ავტორები აცხადებენ, რომ აქვთ ინფორმაცია, რომლის თანახმად ყველა მობილიზებული ომის წინა ხაზზე სათანადო სამედიცინო შემოწმების გაგზავნეს, ბევრ მათგანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და ზოგიერთი მობილიზებული კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მეურვეა.
"ჩვენ არ ვითხოვთ ჩვენი კაცების სახლში დაბრუნებას. ისინი არ არიან მშიშრები, არ არიან დეზერტირები. უწყების მიღების შემდეგ, ისინი არ გაქცეულან და არ დამალულან, და შეგნებულად წავიდნენ სამშობლოს დასაცავად. მაგრამ ისინი არ არიან პროფესიონალი ჯარისკაცები, მათ არ გაუვლიათ მთელი ის გზა, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემდა, რომ ბრძოლის ველზე თავი ეგრძნოთ დარწმუნებულად. ძალიან გთხოვ, ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ, აიყვანოთ სიტუაცია კონტროლზე და გაერკვეთ მასში", - აცხადებენ ქალთა ჯგუფის წარმომადგენლები ვიდეო მიმართვაში.
ვოლგოგრადი ერთ-ერთია რუსეთის იმ რეგიონებს შორის, სადაც ყველაზე მეტი მობილიზებული მოქალაქე დააბრუნეს კანონის მოთხოვნათა დარღვევით მობილიზების გამო.
რეგიონის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის ანგარიშში ასეთი 379 მობილიზებული მოხვდა. მისივე თქმით, მობილიზებულთა 60% ჯანმრთელობის პრობლემების გამო ომში მონაწილეობისთვის გამოუსადეგარი, კიდევ 15%-ს კი ოჯახური გარემოებების გამო არ ეკუთვნოდა მობილიზაცია.
10 ნოემბერს კურსკის რეგიონის მობილიზებული მაცხოვრებლები უკრაინის ლუგანსკის რეგიონიდან უკან სამხედრო ნაწილში დააბრუნეს მას შემდეგ, რაც მათმა ცოლებმა ჯერ ხელისუფლებისგან მოითხოვეს, რომ მათი ქმრების ფრონტის ხაზიდან გაყვანა. მაგრამ როცა პასუხი ვერ მიიღეს, შემდეგ თავად ჩავიდნენ უკრაინის საზღვარზე და პირობა დადეს, რომ ამას დამოუკიდებლად გააკეთებდნენ.