ხუთი ადამიანი დაიღუპა ამერიკის შეერთებულ შტატებში ლგბტ კლუბში მომხდარი სროლის დროს
სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა აშშ-ში, კოლორადოს სპრინგსში მდებარე ლგბტ ღამის კლუბში ატეხილი სროლის შედეგად.
ტელეკომპანია CNN-ის თანახმად, პოლიციამ მიიღო ინფორმაცია 20 ნოემბრის შუაღამისას Club Q -ში სროლის შესახებ. ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმის მოტივები უცნობია.
პოლიციამ ხაზი გაუსვა, რომ სამართალდამცველებს სროლაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
კლუბის ინფორმაციით, მსროლელი თავად სტუმრებმა შეიპყრეს. Club Q-ის ხელმძღვანელებმა თავდასხმას ლგბტ თემზე "უაზრო თავდასხმა" უწოდა.
20 ნოემბერი ტრანსფობიის შედეგად გარდაცვლილი ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღეა.