ჯო ბაიდენის შვილიშვილი დაქორწინდა – მდიდრული წვეულება, 250-ზე მეტი სტუმარი და Ralph Lauren-ის კაბა
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შვილიშვილი, 28 წლის ნაომი, 25 წლის პიტერ ნილზე დაქორწინდა. ქორწილი თეთრ სახლში გაიმართა.
პატარძალს Ralph Lauren-ის კაბა ეცვა. ცერემონიაზე თან ახლდნენ მშობლები, ჰანთერ ბაიდენი და კეტლინ ბულე. შეყვარებულებმა ერთგულების ფიცი 250 სტუმრის თანდასწრებით დადეს. CNN-ის ცნობით, იმ ორგანიზაციის მომსახურების ფასი, რომელსაც საქორწინო ცერემონიის დაგეგმვა ანდეს, 300 000 დოლარიდან იწყება.
ნაომი შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტის უფროსი შვილიშვილია. მას სახელი გარდაცვლილი დეიდის, ბაიდენის ქალიშვილის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც პრეზიდენტს პირველი ქორწინებიდან შეეძინა. ის ავტოავარიაში,1972 წელს გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ ქორწილი ამერიკის ლიდერის დაბადების დღის წინა დღეს შედგა. ბაიდენს 20 ნოემბერს 80 წელი შეუსრულდა. ის აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელმაც მეცხრე ათწლეულში შეაბიჯა.
სოციალურ ქსელში წერენ, რომ ნაომის ქორწილი ჯო ბაიდენის იუბილეს სპეციალურად დაამთხვიეს, რათა საზოგადოებას პრეზიდენტის ასაკიდან ყურადღება ღონიძიებაზე გადაეტანა. ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ამერიკული ქორწილი შედგა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უმცროსი ქალიშვილმა (იგი ნაომის კლასელი იყო) ლიბანელ-ამერიკელ ბიზნესმენ მაიკლ ბულოსზე იქორწინა.