კვენტინ ტარანტინო კარიერის დასასრულებლად ემზადება
კვენტინ ტარანტინო, რომელმაც 30 წლიანი კარიერის განმავლობაში 9 ფილმზე დამოუკიდებლად იმუშავა, პირობას ასრულებს და ამბობს, რომ მე-10 ფილმი მისი უკანასკნელი სარეჟისორო ნიმუში იქნება.
CNN-ის ჟურნალისტ კრის უოლესთან ახალ ინტერვიუში, ლეგენდარულმა რეჟისორმა დაადასტურა, რომ მისი შემდეგი ფილმი იქნებოდა უკანასკნელი, მას შემდეგ, რაც გადაიღო ცხრა დამოუკიდებელი ფილმი ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში.
“დიდი ხანია ამას ვაკეთებ და დროა დავასრულო შოუ”, – თქვა 59 წლის ტარანტინომ.
მან დიდ ეკრანზე სარეჟისორო კარიერა დაიწყო 1992 წელს, ფილმით Reservoir Dogs, ხოლო ბოლო ნამუშევარი გალხავთ Once Upon a Time in Hollywood. კვენტინს მიღებული აქვს ოსკარის ორი ჯილდო სცენარისთვის, ერთი 1994 წელს Pulp Fiction-ისთვის და მეორე 2012 წელს ფილმისთვის Django Unchained. ორივეს რეჟისორიც თავად გახლდათ.
მის დამოუკიდებელ ფილმებში შედის Kill Bill: Volume 1 (2003), Kill Bill: Volume 2 (2004), Inglourious Basterds (2009) და The Hateful Eight (2015).
ტარანტინომ უთხრა უოლესს, რომ მას არ სურს “მუშაობა შემცირებულ შემოსავლებზე”. კრისის კითხვაზე, იცის თუ არა, როგორი იქნება მისი „მეათე და უკანასკნელი ფილმი“, ტარანტინომ უპასუხა: „არა, საერთოდ არ ვიცი, რადგან არ მეჩქარება ჩემი ბოლო ფილმის გადაღება. ”
“ამჟამად, არც კი ვიცი, რა არის ფილმი – ეს არის ის, რაც გადის Netflix-ზე? არის ის, რაც გადის Amazon-ზე და ადამიანები უყურებენ მას დივანზე მოკალათებულები, მეუღლესთან ან ქმართან ერთად? ეს ფილმია? იმიტომ ვკითხულობ, რომ ჩემი ბოლო ფილმის პრემიერა 3000-ზე მეტ კინოთეატრში შედგა და რამდენიმე თვის განმავლობაში უჩვენებდნენ მთელი მსოფლიოს გარშემო”, – ამბობს რეჟისორი.
წყარო/ფოტო: People