Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ხაჭაპურიძე სააკაშვილის განცხადებაზე: მან გიული ალასანიას სთხოვა, ეს საკითხი პოსტის სახით გამოექვეყნებინა

ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაზე განმარტავს, რომ ის მისმა დედამ, გიული ალასანიამ, სააკაშვილისვე თხოვნით გამოაქვეყნა. კერძოდ, საქმე ეხება პოსტს, რომელშიც ის ამბობს, რომ საუბარი მის მოწამვლასთან დაკავშირებით, "სპეკულაციაა".


"იგი შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა დედამისს ქალბატონ გიული ალასანიას და რადგან თვითონ მას არ შეუძლია, სთხოვა ეს საკითხი პოსტის სახით გამოექვეყნებინა მის ფეისბუქ გვერდზე, რაც დედამ გააკეთა კიდეც. გაუგებარი მიზეზებით, რაღაც ჯგუფმა ამ პოსტის შექმნა გამოქვეყნებაში ქალბატონი ეკა ხერხეულიძე დადანაშაულა, რაც რბილად რომ ვთქვა, არაეთიკური და საქმეში ჩაუხედაობაა. ამ პოსტთან ქალბატონ ეკა ხედხეულიძეს არანაირი კავშირი არ აქვს და მეორეც ეს ადამიანი მიშას უანგარო და ერთგული თანამებრძოლია...", - წერს ხაჭაპურიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე. 


სააკაშვილის სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა მისმა კიდევ ერთმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა.


"გუშინ ჩვენ ბატონ მიხეილ სააკაშვილთან ამ თემაზე საუბარი და კონსულტაცია გვქონდა. მას მიაჩნია, რომ ვიდრე ამ თემაზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნა არ იქნება, მანამდე ინტერპრეტაცია ყველანაირი სახით უნდა შეწყდეს. შევთანხმდით, რომ ჩვენც მოწამვლასთან დაკავშირებით კომენტარს აღარ მივცემთ და აქ ამოვწუროთ ყველაფერი", - თქვა ვალერი გელბახიანმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.


მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუკის" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ არცერთი ადვოკატისთვის არ უთქვამს არაფერი მის სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით. 


"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. ვივამედის ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო", - წერს სააკაშვილი.




ინფორმაცია სააკაშვილის სავარაუდო მოწამლის შესახებ 19 ნოემბერს გავრცელდა. მისმა ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა თქვეს, რომ მიხეილ სააკაშვილის კვლევის ნიმუშები პაციენტის ორგანიზმში მძიმე მეტალების სახიფათო რაოდენობის არსებობას ადასტურებდა და, რომ ეს ნიმუშები გადაგზავნილია ნიუ-იორკის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში.




საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც და საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა.


დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.


კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა გამუდმებით მძიმდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში სრულფასოვან მკურნალობას იღებს და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.


სააკაშვილის მოწამვლის შესახებ ვარაუდებს 20 ნოემბერს პენიტენციური სამსახური განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ისინი არ იცნობენ "სააკაშვილის მოწამვლის დამადასტურებელ ოფიციალურ დასკვნას".

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России