Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

რას ნიშნავს კირილესათვის მილოცვა?

რას ნიშნავს კირილესათვის მილოცვა?

20 ნოემბერს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს (ვლადიმირ გუნდიაევს) დაბადებიდან 76 წელი შეუსრულდა. საქართველოს საპატრიარქოსა და კათოლიკოს-პატრიარქს რუსი მღვდელმთავრისათვის დაბადების დღე ღია წერილით არ მიულოცავთ. მილოცვის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია არც საპატრიარქოს პრესსამსახურს და არც საპატრიარქოს ოფიციალურ ვებსაიტს. რომ არა მოსკოვის საპატრიარქო და რუსული მედია, რომელმაც 22 ნოემბერს გამოაქვეყნა ილია II-ის ხელმოწერილი ტექსტი, საზოგადოება ვერ შეიტყობდა, რომ რუსეთის ხელისუფლებისა და უკრაინასთან ომის მხარდამჭერ პატრიარქს საქართველოდან ჯანმრთელობასა და სამართლიანობის აღდგენას უსურვებენ.

„თქვენო უწმინდესობავ! ქრისტესმიერი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! ამ მძიმე წუთებში გისურვებთ ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას. ჩვენ ასევე გვინდა გისურვოთ, თქვენი და საერთო ძალისხმევით, რაც შეიძლება მალე აღდგეს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის“, - წერია კირილესათვის გაგზავნილ მისალოც ტექსტში, რომელსაც ხელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აწერს.

უკრაინისა და დასავლეთის ბევრი პოლიტიკოსი კირილეს ბრალს სდებს ომის მხარდაჭერაში. რუსეთის პატრიარქი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შეყვანილია რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ადრესატთა სიაში.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილემ 25 სექტემბრის ქადაგებაში თქვა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას სწამს იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ცოდვების შენდობისა, რომლებიც სამხედრო ფიცს აღასრულებენ.

სულხან-საბას უნივერსიტეტის პროფესორი, თეოლოგი გოჩა ბარნოვი ამბობს, რომ პატრიარქების მიერ ერთმანეთისთვის დაბადების ან ანგელოზის დღის მილოცვა, ზოგადად, მიღებული ამბავი და ეტიკეტის საკითხია, მაგრამ კირილესთან მიმართებით ეტიკეტით თავის გამართლება არ გამოვა, რადგან, როგორც გოჩა ბარნოვი ამბობს, კირილე არის პატრიარქი, რომელიც აკურთხებს ომსა და იარაღს, აკურთხებს სიკვდილსა და ძალადობას.

„თან ეს კეთდება ფარულად, ღია პალატფორმებზე გამოქვეყნების გარეშე. რატომ არ გამოაქვეყნეს? იმიტომ, რომ არ დაწყებულიყო კრიტიკა, არ დაეწერათ არასასიამოვნო კომენტარები“, - უთხრა გოჩა ბარნოვმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა, როგორც სახარებაშია ნათქვამი, "არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოსო", ინფორმაცია დაბადების დღის მილოცვის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოდან გახდა ცნობილი.

თეოლოგ ბექა მინდიაშვილისთვის იმ სიტყვებით რუსეთის პატრიარქისთვის მილოცვის ფორმულირება, რომელიც გზავნილშია გამოყენებული, სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის გამარჯვების მხარდაჭერა.

„რადგან კირილე გუნდიაევი არის ტერორიზმის მთავარი იდეოლოგი, უკრაინელებისა და ქართველების ხოცვა-ჟლეტის მთავარი გამპრავებელი. ამორალური და ანტისახელმწიფოებრივია, მოღალატურია, რასაც საქართველოს პატრიარქი სჩადის. ეს მილოცვა არის ამბროსი ხელაიას, კირიონ საძაგლიშვილის, საქართველოსა და უკრაინისთვის დაღუპული გმირების უკიდურესი შეურაცხყოფა, მაგრამ ეს მილოცვა, ამავდროულად, არის ჯვარცმული ქრისტეს გმობა და უარყოფა!“, - ამბობს ბექა მინდიაშვილი.

საქართველოს საპატრიარქოს არც მილოცვის ტექსტისა და არც მისი კრიტიკის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებთან საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სჭირდება ძალიან სერიოზული არგუმენტები. ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს. რაც უკრაინაში დღეს ხდება, საქართველომ ეს გაიარა ჯერ 90-იან წლებში, მერე 2008 წლის ომის დროს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ პატრიარქმა პატრიარქთან ურთიერთობა გაწყვიტოს. ეს არასწორია, მე ასე მიმაჩნია პირადად“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, რომელმაც ასევე არ გაიზიარა მოსაზრება, რომ რუსეთის პატრიარქი არის უკრაინაში რუსეთის მიერ მოწყობილი სისხლისღვრის ღია მხარდამჭერი.

„ეგ ტყუილია, - თქვა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, - არ არის სწორი ინფორმაცია. ეს არის გაბუქებული და შეცვლილი ინფორმაცია. კირილე არის სრულიად რუსეთის პატრიარქი და მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ეს ომი. ასე რომ, თითქოს რუსეთის პატრიარქი ყუმბარებს მირონს ცხებს და აგზავნის ხალხის დასახოცად, ეს ტყუილია“.

არადა, რუსული პროპაგანდისტული მედია ინტენსიურად ავრცელებს ინფორმაციას, რომელშიც სასულიერო პირები ამხნევებენ, ლოცავენ და აკურთხებენ უკრაინაში მებრძოლ რუს სამხედროებს. ამ მხრივ გამონაკლისი არც მოსკოვის პატრიარქი კირილეა.

„ჩვენ სულ გვახსოვს, რომ უკრაინა და რუსეთი ერთი ქვეყანა და ერთი ხალხი ვართ. შეუძლებელია, კიევი გამოაცალკეო ჩვენი ქვეყნიდან, რადგან ეს არის ადგილი, სადაც რუსეთის ისტორია დაიწყო. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ინარჩუნებს როგორც რუსულ, ასევე უკრაინულ ეროვნულ ცნობიერებას“, - განაცხადა უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში კირილე I-მა, რომელმაც 2022 წლის 13 მარტს მოსკოვში ღვთისმშობლის ხატი გადასცა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაბმულ როსგვარდიის მეთაურს, პუტინთან დაახლოებულ პირს, არმიის გენერალ ვიქტორ ზოლოტოვს, რომელსაც შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„მინდა ეს ხატი გადმოგცეთ ჩვენი სამხედრო ტაძრისათვის, რათა ახალგაზრდა მეომრებს, რომლებიც ფიცს დებენ სამშობლოს წინაშე, რწმენა და სულისკვეთება აუმაღლდეთ“.

სამიოდე კვირის წინ უკრაინაში დაიღუპა „მედესანტე მამაოდ“ წოდებული რუსი მღვდელი მიხაილ ვასილიევი, რომელიც რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალების შტაბბინაში, დიდმოწამე ბარბარესა და წმინდა ილია მურომელის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იყო.

მიხაილ ვასილიევი მოსკოვის საპატრიარქოს კუთვნილ ტელეკომპანიის ეთერში ღიად აკრიტიკებდა იმათ, ვინც მობილიზაციას გაურბოდა, მათ შორის აკრიტიკებდა რუს დედებს, რომლებიც ერთადერთი შვილის ომისგან დახსნას ცდილობდნენ.

„მე კარგად მესმის, რომ უფალმა, უმეტეს შემთხვევაში, ყველა ქალბატონს უბოძა მრავალი შვილის გაჩენის შესაძლებლობა. თუ ქალბატონმა ღვთის ამ შეგონების - „ინაყოფიერე და გამრავლდი“ - შესრულებისას შესაბამისად უარი თქვა ხელოვნური აბორტის ფართო დიაპაზონზე, მაშინ, ცხადია, უმეტეს შემთხვევაში, ერთზე მეტი შვილი ეყოლება, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ისე მტკივნეული და საშიში იქნება შვილთან თუნდაც ცოტა ხნით განშორება“, - განაცხადა რუსმა მღვდელმა, რომელიც 2022 წლის 7 ნოემბერს დაიღუპა უკრაინაში.

ცნობილია, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალი მღვდელმსახური მხარს უჭერს კრემლის ქმედებებს და ეხმარება უკრაინაში შეჭრილ რუსეთის ჯარს. როგორც უკრაინული მედია წერს, რუსი სასულიერო პირები ამას აკეთებდნენ 2014 წლამდე და აკეთებენ ახლაც, სრულმასშტაბიანი ომის მსვლელობისას.

რადიო თავისუფლების სატელევიზიო პროექტის, "ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ინფორმაციით ომის მსვლელობის 9 თვის განმავლობაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებურებული სასულიერო პირების წინააღმდეგ ოცზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 2022 წლის ნოემბერში ვინიცის მიტროპოლიტ იონოფანის რეზიდენციის ჩხრეკისას, უკრაინის უშიშროების სამსახურის ოფიცრებმა ამოიღეს პატრიარქ კირილესათვის განკუთვნილი წერილები, რუსეთის სადიდებელი ჰიმნ-ლოცვის ჩანაწერები და სააგიტაციო ფურცლები პუტინის პორტრეტებით. მღვდელმსახური ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლის დარღვევაში, რომელთაგან ერთ-ერთი რუსული აგრესიის გამართლებაა.

ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ერთ-ერთი სოფლის საბჭოში გადაღებულ კადრებში მოჩანს ტყვეების სატუსაღო და მის გვერდით - ოთახი ხატებით. „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ მიერ გადაღებულ ვიდეოში განმარტავენ, რომ ოთახი მოაწყვეს მღვდელმსახურებმა, რომლებიც დახმარებას უწევდნენ საოკუპაციო ძალებს.

უკრაინული გამოცემის „ლევი ბერეგის“ ცნობით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სულ მცირე ოთხი წარმომადგენელი გადავიდა რუსეთის მხარეს ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან: იზიუმის ეპარქიის მიტროპოლიტი ელისე, ლუგანსკის მიტროპოლიტი პანტელეიმონი, მელიტოპოლის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი იოანე და ხერსონის წმიდა მიძინების ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ალექსი, რომლებიც კრემლში იმყოფებოდნენ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გამოცხადებისას.

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ბევრი სასულიერო პირი არ მალავდა თავის პროპუტინისტურ შეხედულებებს 2014 წელს „ღირსების რევოლუციის“ და ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ. რუსული სახელმწიფო ტელევიზიის „როსსია-1“-ის მიერ გადაღებულ პროპაგანდისტულ ფილმში „ყირიმი. გზა შინისაკენ“, რუსი სასულიერო პირები ჰყვებიან იმაზე, თუ როგორ მალავდა ყირიმელი მღვდელი რუს კაზაკებს ეკლესიაში ანექსიის პირველ დღეებში.

პრორუსმა ბოევიკებმა ასევე იპოვეს თავშესაფარი დონბასის სვიატოგორსკის მონასტერში. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორმა იგორ ჰორდიიჩუკმა, რომლის თქმითაც, მონასტრის სარდაფებში დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა საბრძოლო მასალის მარაგები. სასულიერო პირების მხარდაჭერაზე ასევე ისაუბრა სეპარატისტთა ცნობილმა ლიდერმა იგორ გირკინმა, რომელიც 2014 წლის ზაფხულში საკუთარ თავს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრსა და დონეცკის სამხედრო კომენდანტს უწოდებდა:

„მთელი ჩემი პირადი დაცვა შედგებოდა სვიატოგორსკის მონასტრის მღვდელმსახურებისგან. სრულად, პირველიდან ბოლო ადამიანამდე სასულიერო პირები იყვნენ. გვყავდა ერთ-ერთი ქვედანაყოფი ბრიგადაში, რომელსაც სვიატოგორსკის მონასტრის მორჩილი მეთაურობდა“, - განაცხადა იგორ გირკინმა.

ოქტომბრის ბოლოსთვის უკრაინის უშიშროების სამსახურმა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურთა წინააღმდეგ 23 სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 30-ზე მეტ ეჭვმიტანილს შორის არიან ისეთებიც, ვინც აგროვებდა ინფორმაციას როგორც კრემლის სასარგებლოდ, ასევე საარტილერიო ცეცხლის კორექტირებისათვის.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფიქრობს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაბადების დღეს კი არ უნდა ულოცავდეს რუსეთის პატრიარქს, არამედ უნდა იქცეოდეს ისე, როგორც მოიქცა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი, თეოდორე მეორე და მისი სინოდი, როცა 22 ნოემბრიდან შეწყვიტეს მოსკოვის პატრიარქ კირილეს მოხსენიება.

„ალექსანდრიის ეკლესიამ განკვეთა ე.წ. აფრიკის ეგზარქოსი მოსკოვის საპატრიარქოდან, მიტროპოლიტი ლეონიდე გორბაჩოვი, რომელიც მანამდე შემოიჭრა შიდა ქართლის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში და მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქცია დააფუძნა; ალექსანდრიის უძველესმა და უდიდესი ისტორიის მქონე სამოციქულო ეკლესიამ დაგმო ახალი რუსული საეკლესიო იდეოლოგიური ერესი „რუსკი მირი“, - დაწერა დეკანოზმა სოციალურ ქსელში.

სულხან-საბას უნივერსიტეტის პროფესორის, თეოლოგ გოჩა ბარნოვის თქმითაც, ერთი შეხვედვით, მოკლე მილოცვაში ჩანს დიდი სიმხდალე და გამყიდველობა.

„საქართველოს პატრიარქი არ ულოცავს სხვა პატრიარქებს დაბადების ან აღსაყდრების დღეებს, მაგრამ არასოდეს ავიწყდება კირილესათვის მილოცვა იმიტომ, რომ საქართველოს პატრიარქი მენტალურად რუსეთშია, იქ არის მისი გონება, სინდისი და ყველაფერი. საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირთა ძალიან დიდი უმრავლესობის პრობლემა მდგომარეობს რუსულ მენტალობაში. ეს არის დამღუპველი მთლიანად საქართველოსთვის და არა მხოლოდ ეკლესიისთვის. ეს ანადგურებს სახელმწიფოს იმიტომ, რომ ეკლესია გავლენიანი ინსტიტუციაა და დიდი გავლენა აქვს მასებზე“, - ამბობს გოჩა ბარნოვი, რომლის თქმითაც, ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია კონტექსტი, რომლის ფონზეც გაკეთდა მილოცვა: „ჩვენ ვნახეთ, ორი დღის წინ ალექსანდრიის პატრიარქმა და პაპმა განკვეთა რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი აფრიკაში მიტროპოლიტი ლეონიდე (გორბაჩოვი). გარდა ამისა, ალექსანდრიის უძველესმა საპატრიარქომ გაწყვიტა ევქარისტული კავშირი რუსეთის ეკლესიასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რასაც უნდა მიბაძოს ყველა ეკლესიამ. ძალიან კარგი იქნება, თუ ყველა ეკლესია გაწყვეტს ევქარისტულ კავშირს რუსეთთან. აი, სწორედ ამ ფონზე, როცა იწყება პროცესი რუსეთთან ევქარისტული კავშირის გაწყვეტისა, საქართველოს პატრიარქი ულოცავს ანგელოზის დღეს რუსეთის პატრიარქს“.

გოჩა ბარნოვმა ასევე გაიხსენა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს ნიშანდობლივი პოზიცია. 2019 წლის 6 იანვარს სტამბოლში წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ტომოსი ანუ ბრძანება გადასცა, რითაც ფორმალურად დასრულდა ახალი ეკლესიის შექმნა. ამ დროიდან მოყოლებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ამაოდ ელოდება საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერას.

„აღარავინ ელოდება, როდის მორჩებიან საქართველოს საპატრიარქოში ტომოსის კითხვას, - ამბობს გოჩა ბარნოვი, - სინამდვილეში ტომოსი 2-3-გვერდიანი ტექსტია, რომელიც ჩვენმა უნივერსიტეტმა, სულხან-საბას უნივერსიტეტმა თარგმნა და გამოსცა. არანაირი დრო მის წაკითხვასა და შესწავლას არ სჭირდება. ყველაფერი ცხადია: რუსეთზე ამგვარი მენტალური დამოკიდებულების გამო საქართველოს ეკლესიის ეს შემადგენლობა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას არასოდეს ცნობს“.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Еженедельный вестник катастроф



Здоровье

Звуковая зубная щетка Revyline RL060 White и зубная паста Revyline Smart заказать в Назрани






Новости 24 часа

МОСКОВСКИЙ ФЕСТИВАЛЬ ПОД ФЛАГОМ РУССКИХ СУПЕРГЕРОЕВ.



Game News

Сегодня выходит Braid: Anniversary Edition на PC, консоли и смартфоны



Москва

Вау-эффект. Как будут выглядеть четыре стадиона Москвы после реконструкции



News Every Day

Ballroom culture coming to the Long Beach Pride Festival



Авто

От воды освобождаются дороги и мосты в Оренбургской и Курганской областях



Москва

Московский Политех создал новую материально-техническую базу для разработки инновационных образцов электромобилей



Вольфганг Амадей Моцарт

Моцарт на балалайке и не только: топ-10 необычных концертов и музыкальных событий «Ночи в музее»-2024 в Москве



Москва

В Краснодаре нетрезвый водитель протаранил восемь припаркованных автомобилей



WTA

Соболенко вышла в финал турнира WTA-1000 в Риме, в двух сетах обыграв Коллинз



Москва

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)



Владимир Потанин

Глава Центробанка РФ: "Я вижу в ЦФА большой потенциал"



Симферополь

Россия, Культура и Дети: детский конкурс эмблемы обьявил Театр кукол в Улан-Удэ



Москва

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)



Москва

Собянин заявил об увеличении числа резидентов ОЭЗ «Технополис Москва»



Москва

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Что там в IT: ИИ-отрыв Google, ChatGPT почти человек, отечественный BIOS

Аллею истории, скверы и детские площадки благоустроят в Амурской области

РОССИЯ И КИТАЙ: В МИРЕ ВОЗМОЖНА ГЕГЕМОНИЯ ЛИШЬ ИНТЕРЕСА НАРОДА, ЗАКОНА, ИСТИНЫ И СПРАВЕДЛИВОСТИ.

Вау-эффект. Как будут выглядеть четыре стадиона Москвы после реконструкции


Москва

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)






Rss.plus

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

МОСКОВСКИЙ ФЕСТИВАЛЬ ПОД ФЛАГОМ РУССКИХ СУПЕРГЕРОЕВ.

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

Азербайджанский мигрант возмутился из-за того, что в Калининграде суд назначил 4,5 года лишения свободы за убийство в ДТП школьницы. Видео

Moscow.media
Москва

К 2025 году в "Рудневе" планируется создать свыше 6 тысяч рабочих мест — Собянин



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Бьянка

«Когда поняла, что вешу девяносто – я заплакала»: певица Бьянка поделилась историей похудения в шоу «УТРО.ТНТ»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

«В другом месте нельзя?» — автоэксперт раскритиковал велопробег в центре Москвы

Воробьев открыл хоккейный турнир «Кубок Юнисон» в Красногорске

«Динамо» подняло планку // Московский клуб вплотную приблизился к победе в РПЛ


ATP

Диего Шварцман: «Два чилийца в полуфинале в Риме. Шесть латиноамериканцев в топ-30. А ATP в следующем году уберет один из турниров в Южной Америке»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Врач-инфекционист Мескина перечислила группы риска по листериозу



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России