როგორ გავხდეთ უფრო კრეატიულები
ფანტაზია, სიახლეებისადმი ღიაობა, ბრძოლა იდეებისთვის, გვეხმარება გავხდეთ უფრო კრეატიულები. ეს შემოქმედებითი უნარია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ რაღაც საინტერესო, შედეგიანი, ძლიერი შეტყობინების მატარებელი. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც გვეხმარება, დავნერგოთ ინოვაციები, გამოვიწვიოთ პროგრესი და გავაკეთოთ რამე სასარგებლო საზოგადოებისთვის.
ამისათვის საჭიროა, საკუთარ თავში ვიპოვოთ ძალა და უნარი, რომ შეგვიძლია რაღაც, თუნდაც პატარა და უმნიშვნელო შევქმნათ. სინამდვილეში, უმნიშვნელო არაფერია, ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, უბრალოდ მან ეს საკუთარ თავში ეს უნდა აღმოაჩინოს.
პირველ რიგში, უნდა დასვათ კითხვა, რა გიყვართ ყველაზე ძალიან, რისი კეთება განიჭებთ სიამოვნებას, რა არის ის საქმე, რომელსაც გინდათ თქვენი დროის და ენერგიის დიდი ნაწილი მიუძღვნათ.
პროფესია, კარიერა, ჰობი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ საქმეს სიყვარულით არ აკეთებთ, მაშინ ღირებულს და კრეატიულს ვერაფერს შექმნით. ინოვაცია სწორედ ენთუზიაზმის შედეგად იბადება, ეს უკანასკნელი კი არასასურველი საქმეების კეთებას არ მოჰყვება.
ალბათ გსმენიათ ფრაზა “დაიჭირე წამი”, იმისათვის, რომ ეს მოახერხოთ, აუცილებელია არ გამოტოვოთ ცხოვრების საუკეთესო მომენტები და ეს მომენტი ზოგჯერ შეიძლება ბუნებაში მარტო სეირნობა, საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება ან შინაურ ცხოველებთან თამაში იყოს.
აღბეჭდეთ ყველაფერი, გადაიღეთ ფოტოები, გააკეთეთ ჩანაწერები, შეინახეთ რაც შეიძლება ბევრი მოგონება. თუ გსურთ კრეატიული იდეები გაგიჩნდეთ, მაშინ დეტალებზე მეტად ორიენტირებულები უნდა გახდეთ.
ნებისმიერი მსგავსი მოვლენა კი, შესაძლოა, ინოვაციური იდეისთვის კარგი იმპულსი გახდეს. ნუ მოერიდებით კითხვების დასმას და რჩევების მიღებას. მთავარია, გქონდეთ საკუთარი აზრი, მაგრამ აუცილებელია მოისმინოთ სხვა შეხედულებებიც, რათა თქვენი თვალსაწიერი გაფართოვდეს.
არ შეუშინდეთ თავგადასავლებს და არ გამოტოვოთ არც ერთი შესაძლებლობა, რომელსაც ცხოვრება გთავაზობთ. ნუ დაიზარებთ, დაესწროთ სოციალურ მოვლენებს ან წახვიდეთ ტრენინგზე, გაიაროთ ახალი კურსები. დაივიწყეთ, რა იყო წარსულში, დაიტოვეთ მხოლოდ გამოცდილება. თუ დიდხანს იქნებით ჩაჭიდებული უკვე მომხდარ ამბებზე, წინ ვერ ივლით და ხელს შეუშლით იმ ენერგიას, რომელმაც ახალი იდეების გენერირება უნდა მოახდინოს თქვენში.
წყარო/ფოტო: INC