გაჩერდება მეტრო? - თანამშრომლები ხელფასის მომატებას ითხოვენ და დავის დაწყებას აპირებენ
![გაჩერდება მეტრო? - თანამშრომლები ხელფასის მომატებას ითხოვენ და დავის დაწყებას აპირებენ](https://gdb.rferl.org/034d0000-0aff-0242-72b1-08dad1e46338_w800_h450.jpg)
თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასების 20%-იან ზრდას მოითხოვენ და კოლექტიური დავის დაწყებას აპირებენ სატრანსპორტო კომპანიის წინააღმდეგ. თუ კი ისინი დამსაქმებელთან ვერ შეთანხმდებიან, შესაძლოა, გაიფიცონ. ხოლო მეტრო, რომელსაც საშუალოდ 500 000 ადამიანი გადაჰყავს ყოველდღიურად, გაჩერდეს.