სლოვაკეთმა უკრაინას 30 ერთეული BMP1 გადასცა
![სლოვაკეთმა უკრაინას 30 ერთეული BMP1 გადასცა](https://gdb.rferl.org/A3FAF7C1-CA0B-4C8E-8298-FC4B131CA8ED_w800_h450.jpg)
ნატოს წევრმა სლოვაკეთმა უკრაინას 30 ერთეული ქვეითი საბრძოლო (BMP1) მანქანა გადასცა.
"მოხარული ვარ დავადასტურო, რომ 30 სლოვაკური BMP1 გადაეცა უკრაინას გერმანიასთან შეთანხმების საფუძველზე", - წერს ტვიტერში სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი იაროსლავ ნადი.
ივნისში უკრაინამ და სლოვაკეთმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს კიევისათვის 8 ერთეული თვითმავალი ჰაუბიცა „ზუზანის“ მიწოდების თაობაზე. აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოთხი ჰაუბიცისგან შემდგარი "ზუზანების" პირველი პარტია უკრაინას უკვე გადაეცა.