Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

„უი, ეს კაბინეტის გვერდით მიკიდიაო“ - როგორ დაიკარგა აფხაზეთში პიკასოსა და ლეჟეს ნამუშევრები

„უი, ეს კაბინეტის გვერდით მიკიდიაო“ - როგორ დაიკარგა აფხაზეთში პიკასოსა და ლეჟეს ნამუშევრები

დიმიტრი გულიას სახელობის მუზეუმის თანამშრომლებმა წინა კვირას აღმოაჩინეს, რომ აფხაზეთის ეროვნული ბანკის საცავიდან ძვირადღირებული ექსპონატები დაიკარგა - პიკასოს თეფში და ფერნან ლეჟეს ორი ნამუშევარი. როგორ მოხვდნენ ისინი აფხაზეთში და შემდეგ რა ბედი ეწიათ, ამის შესახებ „ეხო კავკაზას“ მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ზულია კოკოსკირი ესაუბრა.

- მოგვიყევით, როგორ მოხვდა დიმიტრი გულიას მუზეუმში პიკასოსა და ლეჟეს ნამუშევრები.

- 1982 წელს კონსტანტინე სიმონოვის (რუსი პროზაიკოსი და საზოგადო მოღვაწე) მეუღლემ მუზეუმს საჩუქრად გადასცა აგუძერაში მდებარე  ოთახი, რომელშიც სიმონოვი ზაფხულში მუშაობდა ხოლმე. სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე ანდერძი დაწერა. 1946 წელს ის პირველად ჩამოვიდა აფხაზეთში და დიმიტრი გულიას ესტუმრა. მაშინ დამეგობრდნენ და სიცოცხლის ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ. ამაზე სიმონოვის წერილებიც მიუთითებს, რომელშიც ის დიმიტრი გულიას  მამას, მის მეუღლეს ელენას კი დედას უწოდებს.

- რა იყო ამ ოთახში? რა გადაეცა მუზეუმს?

- 1986 წელს ელენა თავის ქალიშვილთან ერთად მოვიდა ჩვენთან. უნდა წავსულიყავით და ყველაფერი აღგვეწერა. ეს ერთი სააგარაკე ოთახი იყო, რომელიც კოსტანტინე სიმონოვმა დეიდა კატიასგან იყიდა, მოხუცი ქალისგან, რომელსაც სახლი ეკუთვნოდა. ამ ოთახში ყველაფერი ზაფხულისთვის იყო. ზედ ზღურბლთან იდგა საკიდი, მასზე საბანაო ხალათი, ჩალის ქუდები, ჩანთები ეკიდა, ფეხსაცმელები ეწყო ქვიშაში სასიარულო, საბანაო. ოთახში მომცრო ხელნაკეთი კარადა იდგა, რომელშიც რამდენიმე თეფში, ჭიქა და ლარნაკი ეწყო. კიდევ უზარმაზარი საწოლი იდგა, ესეც ხელით დამზადებული, თლილი, მყარი; მუხის დიდი ხელნაკეთი მაგიდა. მაგიდაზე კოსტანტინე სიმონოვის ხელნაწერები ეწყო. ასევე აფხაზეთის მწერლებისა და პოეტების ხელნაწერებიც. ის ხომ ძალიან ბევრს ეხმარებოდა. ბევრი რუსულ პრესაში სწორედ კონსტანტინე სიმონოვის დახმარებით დაიბეჭდა.

აი, ამ ნივთიებში იყო დიდი დეკორატიული თეფშიც, შავი მინანქრით დაფარული. ამ შავ ფონზე თეთრი მინანქრით გოგონა იყო გამოსახული. აქ იყო ფერნან ლეჟეს ორი ნახატიც. 1986 წელს, როდესაც იქაურობა აღვწერეთ, გადავწყვიტეთ, რომ ამ ოთახში კონსტანტინე სიმონოვის მუზეუმი გაგვეკეთებინა. ცოტა გავარემონტეთ და გავხსენით.

 

- თუ გაარკვიეთ, ორიგინალი იყო თუ არა ეს ნამუშევრები?

- სიმართლე გითხრათ, არა. მაშინ ახალგაზრდები ვიყავით და ამდენი არ გვესმოდა. მათი ნამდვილობის და ღირებულების დასადგენად საჭიროა საგანგებოდ სადღაც წახვიდე, ექსპერტიზაზე წაიღო. მგონი ახლაც არ გვყავს ისეთი ხალხი, ვინც ამას დაადგენს. მოგვიწევს გავარკვიოთ, მართლაც ორიგინალები იყო თუ არა ეს ექსპონატები.

- სად ინახებოდა და როგორ აღმოაჩინეთ, რომ დაიკარგა?

- ომის შემდეგ მუზეუმი რამდენჯერმე გაიძარცვა. სასწაულია, რომ ფონდში ვერ შეაღწიეს. თან საქართველოდან კი არა, ჩვენები იპარავდნენ, მეზობლის ბიჭი... სათუთუნეების მთელი სერია დავკარგეთ და ვერცხლის პორტსიგარები.

- სად ინახებოდა თეფში და ლეჟეს ნახატები?

- გადავწყვიტეთ, ისინი ეროვნული ბანკისთვის ჩაგვებარებინა. მაშინ პირადი დაცვა არ გვყავდა. ერთხელ ერთი პატივსაცემი ადამიანი მოვიდა და ლეჟეს ნახატებზე, პიკასოს თეფშზე გვეკითხებოდა. შეგვეშინდა, გამოვიტანეთ ბანკიდან და ისევ აქ მოვიტანეთ. ეს იყო 2009 წელს. მთავრობა ხშირად იცვლებოდა, მინისტრები იცვლებოდნენ, ყველაფერი იცვლებოდა, გვეშინოდა, რამე არ დამართნოდა. ამიტომ გამოვიტანეთ და საიმედოდ დავმალეთ. ბოლო დრომდე ჩვენ გვქონდა. ყველაფერი კარგად იყო. მერე გადავწყვიტეთ, ისევ ბანკში შეგვენახა. და უკევ მეორედ დავმალეთ, 2018 წელს, მაშინ მინისტრი ელვირ არსალია იყო. ჩავდეთ საცავში, საბუთები შევადგინეთ. გამოვიდა, რომ კულტურის სამინისტრო მინისტრის წარმომადგენლობით აბარებს [ნივთებს]. ჩვენი მხრიდან საბუთებს სამმა კაცმა მოაწერა ხელი: დირექტორმა, მთავარმა მცველმა და უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა. ახლა ირკვევა, რომ მინისტრს სრული უფლება ჰქონდა, ისინი გამოეტანა. მე ვეთანხმები, რომ უკითხავად აღება შეუძლიათ, მაგრამ ჩვენთვის უნდა შეეტყობინებინათ.

წელზე მეტი არაფერი ვიცოდით. როდესაც ნივთები ჩავაბარეთ, მინისტრი არსანია იყო, როდესაც დაიკარგა - გუდისა აგრბა. რადგან მინისტრს შეუძლია საცავში შევიდეს და რაც უნდა, აიღოს, ასეც მოიქცა. პირველ მოადგილესთან დინარ სმირთან ერთად წავიდა. მუზეუმის დირექტორმა სვეტა კორსაიამ დაურეკა და საუბარში მან დაუდასტურა, რომ იყვნენ იქ მისულები. არ უარუყვია. მაგრამ წელი და სამი თვე გავიდა. ხომ შეიძლებოდა ჩვენთვის ეთქვათ, რომ აი, წავედით და ავიღეთ ეს ნივთები. ვითომ რესტავრაციისთვის ავიღეთო. რა რესტავრაციისთვის? სადაა ამ რესტავრაციის შედეგი? ან თავად ეს ნივთები სადაა? გაირკვა, რომ  არავითარი რესტავრაცია არ ჩატარებულა. ნივთები ბანკის საცავიდან გამოიტანეს და მორჩა. ატყდა ამბავი. ჩვენ უბრალოდ შემთხვევით წავედით, გასარკვევად, რადგან ცოტა ხნის წინ ისევ დაიწყეს ამ ნივთებზე საუბარი. ვიფიქრეთ, რომ საჭირო იყო ბანკში მივსულიყავით და გაგვერკვია, ყველაფერი წესრიგში იყო თუ არა. როცა მივედით, აღმოვაჩინეთ, რომ საცავი ცარიელია. ვკითხეთ, თუ რის საფუძველზე  გასცეს. იქ მომუშავე გოგონებმა აგვიხსნეს, რომ მინისტრს უფლება აქვს, საცავიდან ნივთები გაიტანოს. გოგოებმა გაატანეს, რადგან ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდათ. იქ პიკასო და ლეჟეც რომ ყოფილიყო მითითებული, ამ გოგოებს შესაძლოა მაინც არ სცოდნოდათ, რამდენად ძვირფასია ეს ნივთები. არც უკითხავთ, ისე გაატანეს.

როცა აღმოვაჩინეთ, რომ აღარ არის ნივთები, 22 ნოემბერი იყო. იმავე დღეს მოვიწვიეთ ჟურნალიტები, პროკურატურა. ყველა სტრუქტურა შევკრიბეთ და ამის შესახებ განვაცხადეთ.

- ახლა იცით, ეს ექსპონატები სადაა?

- ახლანდელმა მინისტრმა დაურ კოვემ ამის შესახებ რომ შეიტყო, ჩვენთან მოვიდა და გვკითხა: რა მოხდა, რა დაგემართათო. ჩვენ ამ ნივთების ფოტოები გვაქვს. რომ ვაჩვენეთ, უი, ეს კაბინეტის გვერდითა ოთახში მიკიდიაო. ლეჟეს აბსტრაქცია ეკიდა. მეორე ნახატი კი, რომელზეც გოგონას თავია გამოსახული, დაგრაგნილი იდო ქაღალდებში.  დეკორატიული თეფში ჯერ ვერ ვიპოვეთ. დაგვაიმედეს, თუ აფხაზეთის ტერიტორიაზეა, აუცილებლად მივაგნებთო. ჩვენ მათი გვჯერა, იმედი გვაქვს, რომ თეფში ჯერაც აფხაზეთშია.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Актера Игоря Меркулова похоронят на Николо-Архангельском кладбище



Мода

Kenzo, коллекция menswear весна-лето 2025




Українські новини

Відомий аграрій Кормишкін, складає свої депутатські повноваження



Новости 24 часа

СЕНСАЦИОННЫЙ ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА.



Game News

Embracer has closed Alone in the Dark studio Pieces Interactive



Москва

Собянин предупредил москвичей о ливнях и возможном формировании смерчей 20 июня



News Every Day

PGA Tour Commissioner Jay Monahan shuts down Saudi agreement rumors: “complex scenario”



Блоги

«Три богатыря. Ни дня без подвига» уже в кино! «Юмор FM» рекомендует



Москва

Орловчане могут открыть вклад или взять кредит, не выходя из дома



Жанна Агузарова

Возвращение певицы Жанны Агузаровой обернулось скандалом



Москва

В Москве представят монографию «Эзотерика Сталина»



WTA

Самсонова обыграла Александрову и вышла в финал турнира WTA в Хертогенбосхе



Москва

Топ-5 самых ярких зарубежных архитектурных проектов на первичном рынке Москвы



Евро

Те самые русские с флагами на матче-открытия Евро — мы их нашли! Как попали на стадион и как реагируют вокруг?



Симферополь

Футболисты ЮФУ одержали три победы в домашнем турнире



Москва

СЕНСАЦИОННЫЙ ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА.



Москва

Сергей Собянин: Активно укрепляем отношения с Китаем



Москва

За прошедшую неделю подмосковные росгвардейцы обеспечили безопасность более 200 мероприятий



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Показ мод, объединивший европейские и африканские мотивы, стал ярким событием вечерней программы фестиваля «Планета Юго-Запад»

Собянин предупредил москвичей о ливнях и возможном формировании смерчей 20 июня

Канадский министр Леблан: Оттава признала КСИР террористической организацией

Более 40 новых автобусов закупят в «Мострансавто» Мытищ до конца года


Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Отделение СФР по Москве и Московской области выплатило единовременное пособие при передаче ребенка на воспитание в семью 474 семьям региона






Rss.plus

Директор Росгвардии генерал армии Виктор Золотов принял участие в посвященных 100-летию дивизии имени Ф.Э. Дзержинского торжественных мероприятиях

Вербовку Зеленского могут успешно применить?!

Ирина Ортман оставляет в прошлом «Всё, что было вчера».

СЕНСАЦИОННЫЙ ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА.

Moscow.media
Москва

Собянин: Москва и Пекин подписали программу сотрудничества на 2024-2026 годы



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Евгений Маргулис

В ЦДКЖ 18 августа ждут любителей группы «Рекорд Оркестр» на Квартирнике Евгения Маргулиса




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Красногорск первым встретил участников международного супермарафона Москва-Минск

Резидент «Инсайт Люди» Дмитрий Зубов установил мировой рекорд по чеканке мяча

В Лужниках состоялась церемония открытия Всероссийской Спартакиады Специальной Олимпиады


Кирилл Скачков

Скачков и Тайлакова выиграли соревнования по настольному теннису на Играх БРИКС



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России