გიული ალასანია აცხადებს, რომ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით დაანონსებულ აქციას არ დაესწრება
მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში ამბობს, რომ 3 დეკემბერს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით დაანონსებულ აქციას არ დაესწრება, რადგან ამისთვის არ სცალია.
„მე არ ვიცი საერთოდ და არ მგონია, რა დროს აქციაა ჩემს შვილთან დავდივარ, მე ეგეთი რაღაცებისთვის არ მცალია“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე თავად რას ფიქრობს სააკაშვილი დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, ალასანია ამბობს, რომ ამ თემაზე საერთოდ არ ლაპარაკობს თავის შვილთან, რადგან მისივე თქმით, „ადამიანი ძლივს სუნთქავს“.
ამ თემაზე საერთოდ არ ვლაპარაკობთ, არც ის მელაპარაკება. როგორ წარმოგიდგენიათ შევდივარ და ამაზე ვიწყებთ ლაპარაკს? ადამიანი ძლივს სუნთქავს“, – დასძინა გიული ალასანიამ.