მედია: უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზური მანდარინები გააგზავნეს
სოხუმის დე ფაქტო მთავრობამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს მცხოვრებლებს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. დაახლოებით 100 ტონა ტვირთი წავა ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ასევე ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონებში. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
“დაახლოებით 100 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა”, – განაცხადა დე ფაქტო საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენელმა რომან ლაბიამ. მისი თქმით ეს, ძირითადად, ციტრუსებია.
წელს ოკუპირებული აფხაზეთის ფერმერებმა რუსეთში მხოლოდ 15 ათასი ტონა მანდარინის გაყიდვა შეძლეს, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე ორჯერ ნაკლებია. თანაც ფერმერები აცხადებენ, რომ მანდარინის დაბალი ფასის გამო ისინი წაგებაში დარჩნენ.