სალომე ზურაბიშვილი: ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების“ ხელმოწერას გამოეხმაურა და ისტორიული ნაბიჯი უწოდა. „მივესალმები „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების“ ხელმოწერას. ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს. ეს ნიშნავს, რომ ახლა შავი ზღვა ევროპული ზღვა ხდება და ის ხიდია, რომელიც ორივე მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს“, – აცხადებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.