ისტორიული ფაქტები, რომლებიც სკოლაში არ ისწავლება
სტატიაში საინტერესო და შესაძლოა, თქვენთვის უცნობ ფაქტებს გადააწყდეთ, რომლებიც სასკოლო სახელმძღვანელოებში არ ისწავლება.
მაგალითად, იცოდით, რომ ოქტავიანე ავგუსტუსი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო, რომელსაც ოდესმე უცხოვრია. რომაელი იმპერატორის ქონება, დღევანდელი მაჩვენებლით, 46 ტრილიონ დოლარად ფასდება. თუმცა არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი მანსა მუსა, ტიმბუტკუს მეფე იყო.
ალექსანდრე მაკედონელი, ტერიტორიული თვალსაზრისით, მსოფლიოს ყველაზე დიდი იმპერიის შემქნელი, რომელიც ბალკანეთიდან პაკისტანამდე იყო გადაჭიმული, შესაძლოა, ცოცხლად იყოს დამარხული. თორმეტდღიანი გაუსაძლისი ტკივილის შემდეგ ალექსანდრე გარდაიცვალა, ან ასეთად მიიჩნიეს, რადგან ექვსი დღის განმავლობაში მისი სხეული არანაირ სასიცოცხლო მაჩვენებელს არ გამოხატავდა. თუმცა მეცნიერთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ იგი მძიმე ნევროლოგიური დაავადებით, გიიენ-ბარეს სინდრომით იტანჯებოდა და პარალიზებული იყო.
ანტიკურ რომში გლადიატორი ქალებიც არსებობდნენ, მათ “გლადიატრიქსებს” ეძახდნენ და მამაკაცების მსგავსად, ბრძოლებში იღებდნენ მონაწილეობას.
მაიას ტომელები ინდაურებს წმინდა ფრინველებად მიიჩნევდნენ და თვლიდნენ, რომ ისინი განსაკუთრებული არსებები იყვნენ. რელიგიურ რიტუალებშიც თავიანთი როლი ჰქონდათ.
ალბერტ აინშტაინმა ისრაელის პრეზიდენტის პოსტზე თქვა უარი. გენიოსი ფიზიკოსი ისრაელის მოქალაქე არ ყოფილა, იგი წარმოშობით ებრაელია და გერმანიაში დაიბადა, თუმცა ისრაელის პრეზიდენტობა მაინც შესთავაზეს.
რომის იმპერატორმა კალიგულამ, რომელიც ცნობილია თავისი სისასტიკითა და დაუნდობლობით, უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და საყვარელი ცხენი სენატორად დანიშნა. ასევე იგი ადამიანებით თავის ცხოველებს კვებავდა და ხშირად მთვარეს ესაუბრებოდა.
“დიდი დეპრესიის” დროს ადამიანებმა საკვები ტომრებისგან ტანისსამოსის შეკერვა დაიწყეს. საწარმოებიც უფრო ფერად მატერიას იყენებდნენ შეფუთვების დასამზადებლად, რათა მოსახლეობისთვის უფრო ხალისიანი სამოსის შეკერვის საშუალება მიეცათ.
ყველაზე ხანმოკლე ომი ისტორიაში 38 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ბრიტანეთისა და ზანზიბარის დაპირისპირება, რომელიც 1896 წლის 27 აგვისტოს დაიწყო და ზანზიბარის ახალი სულთნის ტახტზე ასვლის შემდეგ ბრიტანეთის გამარჯვებით დასრულდა.
ოქსფორდის უნივერსიტეტი უფრო ძველია, ვიდრე აცტეკების იმპერია. უნივერსიტეტის კარი 1096 წელს გაიღო, ხოლო მექსიკაში იმპერიის შექმნის თარიღად 1325 წელი მიიჩნევა.
წყარო/ფოტო: The Fact Site