დაუჯერებელი და უცნაური ფაქტები
ყველასათვის ცნობილი ინგლისელი დრამატურგი და პოეტი უილიამ შექსპირი მსოფლიო ლიტერატურის გამორჩეულ სახედ და ფენომენად მიიჩნევა. თუმცა, როგორც ისტორიული წყაროები ამბობენ, მისმა მშობლებმა და შვილებმა წერა-კითხვა არ იცოდნენ, რადგან იმ ეპოქაში ეს საჭიროდ არ მიიჩნეოდა. მამამისს ხელის მოწერა მხოლოდ ნიშნის დასმით შეეძლო, შვილებმა კი წერა საერთოდ არ იცოდნენ.
2011 წელს, იაპონიაში მომხდარი ცუნამის შემდეგ, 6 თვის განმავლობაში 8 მილიონამდე მზესუმზირის მცერანე მოჭრეს. მიზეზი კი ის იყო, რომ ფუკუსიმას ბირთვული კატასტროფის შედეგად, რადიაცია ძალიან დიდ მანძილზე ვრცელდებოდა და რადიოაქტიული მტვრის ნაწილაკები მცენარეებს ეკვროდა.
მსოფლიოში სულ 7 500-მდე სახეობის ვაშლი არსებობს. ყოველ დღე თითო სახეობა რომ დააგემოვნოთ, დაახლოებით, ოცი წელი დაგჭირდებათ, რათა ყველა მათგანის გაცნობა მოახერხოთ.
უილიამ მორისონი სტომატოლოგი იყო, რომელმაც მსოფლიოს ბამბის ნაყინის დასამზადებელი დანადგარი აჩუქა. სწორედ მან გამოიგონა ეს მოწყობილობა და უილიამის დამსახურებაა, რომ დღეს ბავშვების ერთ-ერთი უსაყვარლესი ტკბილეული არსებობს.
ერაკლეაში, სიცილიის რეგიონში, ქვიშის სასახლეების აგება კანონით იკრძალება. შეგიძლიათ დაისვენოთ და გაერთოთ მზიან სანაპიროზე, მაგრამ უფლება არ გაქვთ ქვიშისგან სასახლეები ააგოთ.
Google-ის საძიებო სისტემაში მილიარდობით ვებსაიტი არსებობს.
წყარო/ფოტო: Best Life