ბაიდენი ზელენსკის: "პატივია თქვენ გვერდით ყოფნა"
ჟურნალისტების წინ გაკეთებული მოკლე განცხადებებისას, ბაიდენმა ზელენსკის ასევე უთხრა, "პატივია თქვენ გვერდით ყოფნაო", და განაცხადა, რომ აშშ კვლავ გააგრძელებს უკრაინის ფინანსურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას. ბაიდენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთი "ცდილობს ზამთარი იარაღად გამოიყენოს" მიმდინარე ომში.
ზელენსკის თქმით, მას აშშ-ში ჩასვლა უფრო ადრე სურდა, თუმცა ეს შეუძლებელი იყო. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ომი არ დასრულებულა", და რომ მისი ქვეყანა, რუსეთთან ბრძოლაში, ბევრი გამოწვევის წინაშეა.
ბაიდენთან ოვალურ ოფისში შეხვედრის შემდეგ ზელენსკი აშშ-ის კონგრესში გამოვა სიტყვით.
ზელენსკის ვაშინგტონში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით ჩაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე, ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ უკრაინას დამატებით გამოუყოფს 1.85 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას, რაც მოიცავს Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემასაც.