ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა, ჯო ბაიდენთან შესახვედრად
ზელენსკი შემდეგ აშშ-ის კონგრესში გამოვა სიტყვით.
ზელენსკის ვაშინგტონში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით ჩაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე, ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ უკრაინას დამატებით გამოუყოფს 1.85 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას, რაც მოიცავს Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემასაც.