მოსკოვი: წინსვლა მიღწეულია ატომური ენერგეტიკის სააგენტოსთან ზაპოროჟიეს ატომური სადგურის თაობაზე
რუსეთი იტყობინება, რომ მოსკოვში გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის ვიზიტის დროს მიღწეულია წინსვლა რუსეთის არმიის მიერ უკრაინაში დაკავებული ზაპოროჟიეს ატომური სადგურის გარშემო.
გერმანიის რადიოს ცნობით, რომელიც რუსეთის ატომური უწყების "როსატომის" ინფორმაციას ეყრდნობა, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინიციატივას, შეიქნას ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონა, ორივე მხარე მიემხრო.
სააგენტოს ხელმძღვანელის, გროსის მოსკოვში ვიზიტი წარმოადგენს მცდელობას, განიმუხტოს დაძაბულობა რუსეთის არმიის მიერ დაკავებული და მიმდინარე ომში სამიზნედ ქცეული ზაპოროჟიის ატომური სადგურის გარშემო.
ვითარების განმუხტვის მიზნით, რუსეთმა, ამავე გეგმით, უნდა გაიყვანოს მძიმე შეიარაღება სადგურის ტერიტორიიდან.