ნისლის გამო თბილისის აეროპორტში რამდენიმე თვითმფრინავი ვერ დაჯდა
![ნისლის გამო თბილისის აეროპორტში რამდენიმე თვითმფრინავი ვერ დაჯდა](https://gdb.rferl.org/727C885C-E8BE-4618-9C03-0D1849DF7A61_w800_h450.jpg)
საქართველოს ყველაზე დიდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავები ვერ სხდებიან. როგორც რადიო თავისუფლებას აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, მიზეზი ნისლია.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის პრობლემა შეექმნა ხუთამდე ფრენას - დუბაიდან გამოფრენილი flydubai-ის ერთ-ერთი თვითმფრინავი ამ დრომდე დაფრინავს თბილისის თავზე, მეორე კი ბაქოში დაჯდა. ტაშკენტი-თბილისის რეისი სოჭმა მიიღო, სტამბოლიდან და ბაქოდან კი თბილისში ნისლის გამო თვითმფრინავები ჯერ არ გამოფრენილან.
აეროპორტში აცხადებენ, რომ თვითმფრინავების მიღებისთვის ამინდის გაუმჯობესებაა საჭირო.