უკრაინაში რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ქონება დააყადაღეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მასალებზე დაყრდნობით, სასამართლომ რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ქონება დააყადაღა, რაც, დაახლოებით, 2 მილიარდ გრივნას შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ Telegram-ში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
„საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად დადგინდა რუსეთის ფედერაციის მიწისქვეშა საწყობების ადგილმდებარეობა, სადაც ინახებოდა 160 ათას ტონაზე მეტი უკრაინული რკინის საბადო.
დამალული ნედლეული უკრაინის რამდენიმე საზღვაო პორტის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს“ , – ნათქვამია ანგარიშში.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამოღებული წიაღისეულის ჯამური ღირებულება თითქმის 2 მილიარდი გრივნაა.
უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ ნაპოვნი რკინის მადნის პარტია ეკუთვნის რუსი ოლიგარქის კომპანიას, რომელიც კრემლის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ალიშერ უსმანოვის შიდა წრის წევრია.