დაუჯერებელი ისტორიული რეალობა
იულიუს კეისარი მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ცნობილი ფიგურაა. როგორც ცნობილია, იგი შეთქმულებმა მოღალატეობრივად მოკლეს. ძვ.წ. 44 წელს სენატორებმა მისი მეგობრის, ბრუტუსის, მეთაურობით იულიუსი სასიკვდილოდ დაჭრეს. წყაროები გვაუწყებენ, რომ კეისარს 23 ჭრილობა მიაყენეს. “შენც, ბრუტუს”? ეს ტრაგიკული სიტყვები სწორედ ამ მოვლენიდან იღებს სათავეს და ღალატის, სისატიკის, დაუნდობლობის სიმბოლოა.
ანტიკური ეპოქის აზიაში სიკვდილით დასჯის მიღებული ფორმა იყო სპილოს გამოყენება. სპილოები ჭკვიანი ცხოველები არიან. შესაძლებელია მათი იმგვარად გაწვრთნა, რომ დავალებების შესრულება ისწავლონ. ადამიანები მათ ასწავლიდნენ, როგორ მოეკლათ ნელა და მტკივნეულად სიკვდილმისჯილები. ეს ყველაფერი კი სასტიკი მეთოდების გამოყენებით ხდებოდა.
მარკუს კრასუსი რომში ყველაზე მდიდარ კაცად მიიჩნეოდა. რომის კონსულის ვაჟი, კრასუსი, სულას სამოქალაქო ომში იბრძოდა, სპარტაკუსის დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა და პირველი ტრიუმვირატი ჩამოაყალიბა იულიუს კეისართან და გნეუს პომპეუსთან ერთად. თუმცა პერსიელებთან ომში თავად დამარცხდა, იგი შეიპყრეს და სასტიკად მოკლეს. პერსიელებმა მას ადუღებული ოქრო გადაასხეს, ნიშნად მისი სიმდიდრისა და ძალაუფლებისა.
1386 წელს საფრანგეთში სიკვდილით ღორი დასაჯეს. ცხოველი ბავშვს დაესხა თავს და დააზიანა. ღორი ჯერ შეიპყრეს, შემდეგ სასამართლოში გაგზავნეს და სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს. იგი ჩამოახრჩეს.
ბერძნული ცეცხლიმფრქვევლის საიდუმლო რომის იმპერიის დაცემის პარალელურად გაუჩინარდა. ეს იარაღი უნიკალური და მომაკვდინებელი იყო. ეს ცეცხმოკიდებული ქვები მთლიან გემებს და არმიებს ანადგურებდნენ.
წყარო/ფოტო: The Fact Site