უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში 24 თებერვლამდე შეყვანილი ყველა საბრძოლო ტანკი დაკარგა
უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთმა ომის დაწყებამდე უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა საბრძოლო ტანკი დაკარგა.
გარდა ამისა, გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტების დიდი პრობლემები აქვთ დაზიანებული ტექნიკის შეკეთებასთან დაკავშირებითაც.
უკრაინელი თავდაცვის ექსპერტის, ივან კირიჩევსკის განცხადებით, რუსებმა ტანკების აღდგენისთვის საჭირო შესაბამისი ტექნოლოგიები დაკარგეს.
„ერთის მხრივ, თუ დავეყრდნობით ჩვენი გენერალური შტაბის მონაცემებს, გამოდის, რომ რუსებმა დაკარგეს ყველა ტანკი, რომელიც მათ ომის დაწყებამდე ემსახურებოდა. მათ დაკარგეს აღდგენის შესაბამისი ტექნოლოგიები, რაც კონფლიქტში მათ მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს“, – განაცხადა ექსპერტმა.