ეგებ ჭოკით ხტომა ჯობია? - როგორ ტარდება ჭადრაკის სავალდებულო გაკვეთილები
სოფელ ზვარეს სპორტის მასწავლებელმა ვლადიმერ ტალახაძემ 2022 წლის ზაფხულში 10 დღიანი და 20 საათიანი ონლაინ ტრენინგი გაიარა და სექტემბრიდან სპორტის გარდა ჭადრაკის მასწავლებელიც გახდა იმ სამი პირველკლასელი ბავშვისთვის, რომლებიც მისი სოფლის სკოლაში სწავლობენ.