უზბეკეთში 18 ბავშვი დაიღუპა ინდოეთიდან შემოტანილი წამლის მიღების შედეგად
უზბეკეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 18 ბავშვი გარდაიცვალა ინდური ფარმაცევტული კომპანიის მიერ გაციებისა და გრიპის სიმპტომების შესამსუბუქებლად წარმოებული სამკურნალო სიროფის მიღების შედეგად.
უზბეკეთის ომბუდსმენის პრეს-სამსახურმა გამოაცხადა 18 დაღუპულის შესახებ. აღნუსხულია სულ Doc-1 Max-ის მიღების 21 შემთხვევა.
ჯანდაცვის სამინისტრომ 28 დეკემბერს ასევე განაცხადა, რომ 21 ბავშვიდან, რომელთაც მიიღეს სიროფი მწვავე რესპირატორული დაავადების დროს, 18 მისი მიღების შემდეგ გარდაიცვალა. ომბუდსმენის პრეს-სამსახურის ცნობით, ყველა ბავშვი 6 წლამდე ასაკისა იყო; 15 მათგანი - 3 წლამდე ასაკის.
გამოჯანმრთელებული სამი ბავშვი საავადმყოფოდან გაწერეს.
სიროფის იმპორტირება უზბეკეთში კომპანია Quramax Medical LLC-მა განახორციელა, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 27 დეკემბერს გამოქვეყნდა და რომელიც მოჰყავს Reuters-ს.
სიროფის ეს პარტია შეიცავდა ეთილენგლიკოლს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მომწამვლელი ნივთიერებაა.