Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

სლავოი ჟიჟეკი:“დენაციფიკაცია უნდა დაიწყოს პუტინის სახლში - რუსეთში”

სლავოი ჟიჟეკი:“დენაციფიკაცია უნდა დაიწყოს პუტინის სახლში - რუსეთში”

“რატომ დაკარგა ძალაუფლება მილოშევიჩმა? არა იმ საშინელებების გამო, რასაც ის სჩადიოდა - ეთნიკური წმენდა და ა.შ. - მილოშევიჩმა ძალაუფლება დაკარგა იმიტომ, რომ ომი წააგო. თუ პუტინი მოიგებს, ეს მის პოპულარობას გაზრდის რუსეთში და ეს არ იქნება ყალბი პოპულარობა. თუ დამარცხდება, მაშინ, რა თქმა უნდა, შერაცხავენ დიქტატორად”, - ეუბნება ცნობილი სლოვენიელი ფილოსოფოსი, სლავოი ჟიჟეკი რადიო თავისუფლებას. ვაჟა თავბერიძესთან ვრცელ ინტერვიუში "ევროპის ყველაზე სახიფათო ფილოსოფოსად" შერაცხილი მემარცხენე ინტელექტუალი აკრიტიკებს მემარცხენეებს, აბსტრაქტულ პაციფიზმს, დასავლეთის არამტკიცე ნაბიჯებს, პუტინს გლობალურ კატასტროფას უწოდებს, დოსტოევსკის - გადაჭარბებულად პატივმიგებულ, სახიფათო იდეების გამავრცელებელ მწერალს და სვამს კითხვას, ხომ არ აჯობებდა, ნაპოლეონს რომ გაემარჯვაო.

რადიო თავისუფლება: სანამ უკრაინაში ომზე გადავიდოდეთ, რუსეთზე მინდა დაგისვათ რამდენიმე კითხვა და მოდით, დავიწყოთ ასე - რუსეთი დღემდე იმპერიაა? თუ იმპერიის ნარჩენი, რომელსაც სურს ისევ იმპერიად იქცეს?

სლავოი ჟიჟეკი: საინტერესო კითხვაა - ალბათ, მეორე, მაგრამ ამავდროულად, ვფიქრობ, ამ ბოროტების საწყისები უნდა ვეძებოთ დასავლეთის რეაქციაშიც საბჭოთა კავშირის დაშლაზე. არასწორად არ გამიგოთ - მე ტოტალური ანტი-პუტინისტი ვარ. აი, რას ვგულისხმობ - 90-იანებში, ელცინის ეპოქაში, ჩემი აზრით არსებობდა ერთგვარი მდუმარე, დაუწერელი პაქტი რუსეთსა და დასავლეთს შორის. ეს შეთანხმება მდგომარეობდა შემდეგში - დასავლეთი მზად იყო, ფორმალურად რუსეთი სუპერძალად ეცნო, მაგრამ სამაგიეროდ, ამ უკანასკნელს ევალებოდა, არ მოქცეულიყო ისე, როგორც სუპერსახელმწიფოები იქცევიან. ანუ - კი, მოგექცევით, როგორც დიდ მოთამაშეს, მაგრამ, შენ თვითონაც ხომ მშვენივრად იცი, რომ არ ხარ? და პუტინმა ეს წესი დაარღვია. ვფიქრობ, თავისი როლი ითამაშა დასავლეთის გავლენამაც რუსეთის ეკონომიკაზე 90-იანებში, ელცინის დროს. ეკონომიკური ვარდნა, დემოკრატიის მიმართ უნდობლობა, კორუფცია - ამ ყველაფერმა პუტინს მისთვის საჭირო პირობები შეუქმნა. ეჭვგარეშეა, რომ პუტინი გლობალური კატასტროფაა, მაგრამ მთლად უბრალონი არც ჩვენ ვართ.

რადიო თავისუფლება: სად მთავრდება დღევანდელი რუსეთის იმპერიული ამბიციები? ან, რას მოიცავს? საბჭოთა კავშირს? პეტრე პირველის დროინდელ რუსეთს? სად ვავლებთ ხაზს, სად ვავლებთ საზღვრებს?

სლავოი ჟიჟეკი: როგორც ეს იმპერიულ ძალებს სჩვევიათ, მათ, ალბათ, თავადაც არ უწყიან, სად გადის ეს ხაზი, ზუსტი გეგმა არ აქვთ. ან, ვინ უწყის, იქნებ აქვთ კიდეც. მაგრამ ვფიქრობ, ისინი უბრალოდ ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი და მეტი მიიტაცონ, მიღწეულით არ კმაყოფილდებიან. უკრაინის შემთხვევაში მათ უმცირესობები მოიყვანეს საბაბად, მაგრამ... გახსოვთ მოკლე ომი საქართველოში?

რადიო თავისუფლება: ცხადია, მე ხომ ქართველი ვარ...

სლავოი ჟიჟეკი: დიახ, დიახ, უკაცრავად. რუსეთმა მაშინ სამხრეთ ოსეთი მიიტაცა. მაგრამ ოსები არანაირი რუსული უმცირესობა არ იყვნენ... იცით, მე პესიმისტი ვარ და აი, რატომ - ზოგი აცხადებს, რომ მთელი ეს იმპერიული რიტორიკა, დუგინის ფანტაზიები, რომ რუსეთი მესამე რომია და მისთანანი - ეს სიტყვების რახარუხია და მეტი არაფერი, რომ რუსეთს უბრალოდ უნდა მიწის მიტაცება უკრაინაში. საუბედუროდ, მე ამის არ მჯერა. როგორც მემარცხენე, მარქსისტი, ვფიქრობ, რიტორიკა არასდროსაა უბრალოდ სიტყვები. იდეოლოგიას უზარმაზარი ძალა აქვს, ფრიად ხელშესახები ძალა, ამ ძალის ჯეროვნად არშეფასება შეცდომაა. ვერასდროს დავიჯერებ იმ გამარტივებულ, ზედაპირულ ახსნებს, რომ, ოჰ, ეს უბრალოდ სიტყვებია, რუსები უბრალოდ ლაპარაკობენ ამაზე. რაზეც რუსები ლაპარაკობენ, კატასტროფაა - თავის ერთ-ერთ სიტყვაში პუტინი არამხოლოდ ბალტიის ქვეყნებს წაეპოტინა, არამედ ფინეთსაც გადასწვდა და გადაკვრით შვედეთზეც კი მიანიშნა.

ცალკე სადარდებლად გვექცა სიტუაცია ბოსნიასა და კოსოვოში. სერბი პოლიტიკოსების ნაწილი უკვე ალაპარაკდა „პუტინის ენაზე“ - აცხადებენ, რომ საჭიროა კოსოვოს დენაციფიკაცია. ამ იდეოლოგიამ უკვე შეშლილობის კარს მიუკაკუნა - შეამჩნიეთ, რომ ისინი უკვე არა უბრალოდ დენაციფიკაციაზე ლაპარაკობენ, არამედ... დე-სატანიზაციაზე? პუტინი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი დასავლეთ ევროპის მთავარ ეგზორცისტად მოგვევლინა. არ უნდა დაგვავიწყდეს პუტინთან დასავლელი ახალი მემარჯვენე პოპულისტების სოლიდარობაც - მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველგვარი რასისტული ევროცენტრიზმის წინააღმდეგი ვარ, ევროპა დღეს უნიკუმია - ამას ვამბობ, როგორც მემარცხენე, ღმერთო ჩემო! შეამჩნიეთ, როგორ თვალში ეჩხირება ევროპა დღეს ყველას? ლათინური ამერიკის მარქსისტებით დაწყებული, გაგრძელებული ამერიკელი მემარჯვენეებით, რუსებისა და მესამე სამყაროს ყალბი ანტიკოლონიზატორების ჩათვლით - არავის მოსდის ევროპა თვალში. როდესაც რუსები აცხადებენ, რომ ესაა რუსული სიმართლე ევროპული სიმართლის წინააღმდეგ, ეს სრული სიბრიყვეა, მაგრამ ის კია მართალი, რომ ესაა ჯახი ორი რეაქციისა, რაც მოჰყვა მოდერნიზაციას - აქედან ერთი თანამედროვეა, მეორე კი კოლონიური წარსულისკენ გვექაჩება. ამიტომ, როდესაც რუსეთი დენაციფიკაციაზე გველაპარაკება... მე ვეთანხმები, რომ დენაციფიკაცია საჭიროა, თანახმა ვარ ამაზე, მაგრამ ვფიქრობ დენაციფიკაცია უნდა დაიწყოს „სახლში“ - რუსეთში. ისინი სახიფათოდ ახლოს დგანან ნაციზმის ახალ ვერსიასთან.

რადიო თავისუფლება: რადგან იდეოლოგიებზე გადავედით, მოდით გკითხავთ - დღევანდელი რუსეთის იმპერიული მსოფლმხედველობა, სწრაფვა, რომ იყოს იმპერია - ეს პუტინის დამსახურებაა თუ სხვა რაღაცის, რაც რუსულ ქვეცნობიერშია ჩანერგილი?

სლავოი ჟიჟეკი: ძალიან საინტერესო თემაა გასაშლელად. რუსეთის მეგობრები, რუსული კულტურის თაყვანისმცემლები გეტყვიან - ოჰ, არა, ეს მხოლოდ დღევანდელი ელიტაა, პუტინი და მისი ხალხი, რუსულ კულტურას ნუ გარევთ ამაში და ა.შ. ვფიქრობ, საქმე, როგორც ყოველთვის, უფრო რთულადაა. რუსული კულტურის ერთ ნაკადში, ერთ მიმართულებაში ჩაშენებულია იმპერიული ამბიციები, მაგალითად - და ვიცი, რასაც ვამბობ, მაგრამ უნდა ვთქვა, რადგან მას დაუმსახურებელ, გადაჭარბებულ პატივს მიაგებენ, როგორც მწერალს და მისგან მომავალ საფრთხეებს კი ჯეროვნად არ აფასებენ - ეს დოსტოევსკია. სწორედ ის იყო პირველი, ვინც შეიმუშავა წამებული რუსეთის იდეა, რომელიც ევროპის მარადიული მსხვერპლია. რუსეთისა, რომელმაც ევროპა ნაპოლეონისგან იხსნა და მისთანანი. მოდით, ცოტათი გიჟური სპეკულაციებით დავკავდეთ: მე ვიტყოდი, რომ რაიმე მანქანებით, ნაპოლეონს რომ მოეგო, და ევროპაზე კონტროლი მოეპოვებინა, ეს შესაძლოა უკეთესიც კი ყოფილიყო. კი, იქნებოდა აბსოლუტიზმი, მაგრამ ეს იქნებოდა განათლებული აბსოლუტიზმი, დამყარებული ფრანგული რევოლუციის იდეებზე... დავუბრუნდეთ რუსეთს - მათ აქვთ ეს იდეა, რაც საბოლოო ჯამში არაფერია, თუ არა ფაშიზმის ცნობილი „მესამე გზის“ იდეა - სადაც შორეული აღმოსავლეთი, აზია ტოტალიტარული სამყაროა, დასავლეთი ინდივიდუალიზმით ავადობს, რუსული მართლმადიდებლობა კი ერთადერთი ჭეშმარიტი ბილიკია, რომელიც ამ ორს შორის გადის. “მხოლოდ ერთიანი ევრაზია გადაგვარჩენს!” - ვფიქრობ, ევრაზია იქცა რუსულ ტერმინად ნეონაციზმის აღსანიშნავად. ამ ყველაფრის მამაა ივან ილინი, როგორც ამბობენ, პუტინის საყვარელი ფილოსოფოსი, რომელიც საბჭოთა კავშირიდან ლენინის დროს გამოაგდეს და ჯერ იტალიას შეაფარა თავი, შემდეგ კი გერმანიას. ის სიმპათიით იყო განმსჭვალული ფაშიზმისადმი, მაგრამ აცხადებდა, რომ დასავლური დინამიკა - ინდივიდუალიზმი, ინდუსტრიალიზაცია დაღს ასვამდა ევროპელებს, მათ შორის ფაშისტებსა და ნაცისტებსაც კი და, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი გზა რუსული მართლმადიდებლობა იყო, რომ მხოლოდ ამას, სეკულარული და სპირიტუალისტური ძალების გაერთიანებით, შეუძლია რუსული, ავთენტიკური ფაშიზმის წარმოქმნა. და ეს არის, რასაც დღეს ვხედავთ, ჩემი აზრით.

რადიო თავისუფლება: რუსული განსაკუთრებულობის მითი?

სლავოი ჟიჟეკი: დიახ, დიახ. ეს არაა უბრალოდ განსაკუთრებულობა - ისინი არ ამბობენ, ჩვენ გამონაკლისი ვართ და მორჩა. ისინი ამბობენ - ჩვენ ვართ გამონაკლისი, ვისაც შეუძლია ჭეშმარიტი ბალანსის უზრუნველყოფა ინდივიდუალიზმსა და კოლექტივიზმს შორის. ეს ძველი ფაშისტური ხრიკია - ისინი ცდილობდნენ თავი „შუაშისტებად“ ეჩვენებინათ. ერთ მხარეს დგას კომუნისტური ტოტალიტარიზმი, საკუთრების უფლების არარსებობა, თავისუფლების არარსებობა, მეორე მხარეს კი დასავლური ლიბერალიზმი, თავისი გადაჭარბებული ინდივიდუალიზმით. აი, ჩვენ კი, ფაშისტები - ჩვენ ერთადერთი ბალანსი ვართ.

რაც ყველაზე მეტად მადარდებს, არის შემდეგი... კოშმარი, რომელიც მოსვენებას არ მაძლევს - ჩუმი პაქტი - მდუმარე შეთანხმება დასავლეთის ულტრამემარჯვენე ნეოკონსერვატორებს, აგრესიულ პოპულისტებს შორის საფრანგეთიდან ინგლისამდე, გერმანიიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე. და ისინი იტყვიან - ჩვენ გვაქვს ახალი ხედვა სუვერენული სახელმწიფოსი, მულტიკულტურალიზმისა... და ეს გამოიყურება ასე: როდესაც თალიბანი დაბრუნდა ავღანეთში, მათ დაუყოვნებლივ დადეს შეთანხმება ჩინეთთან, რომელიც ასეთი იყო - ჩვენ არ ჩავერევით ერთმანეთის შიდა საქმეებში: რაც გინდათ ის უყავით ქალებს ავღანეთში, დაატერორეთ ისინი და ა.შ... ჩვენ არ ჩავერევით. თქვენც არ ჩაერიოთ, როდესაც საქმე მიდგება მუსლიმებზე ჩინეთში, უიღურებზე და ა.შ... რასაც გვინდა, იმას დავმართებთ მათ. აი, ასეთია მათ მიერ დანახული ახალი მსოფლიო და ამას ისინი ნათლავენ ახალ დეცენტრალიზაციად, ახალ მულტიკულტურალიზმად. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია ქალებს კლიტორი დააჭრა, ლგბტქ ხალხი დაარბიო, რაც გინდა, ის აკეთე შენს საზღვრებში. ჩვენ კიდევ, ჩვენს საზღვრებში, რაც გაგვიხარდება, იმას გავაკეთებთ. აი, ეს არის ნეოფაშისტური სუვერენული ქვეყნების ახალი ხედვა და მთელი მსოფლიო, გარკვეულ დონეზე, აქეთ მიექანება. ისევ შორს წავედი... დავუბრუნდეთ თქვენს შეკითხვას - ყველამ უნდა ვისწავლოთ ჩვენი კულტურის კრიტიკული თვალით დანახვა. ახლა რაღაცას ვიტყვი, რაც შესაძლოა, თქვენს მკითხველს გააღიზიანებს, შეიძლება, თქვენც. მე ვფიქრობ, რომ ეთნიკური წმენდა და ძალადობა არ არსებობს პოეზიის გარეშე. პოეზია მას მუდამ თან ახლავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე პოეზიის წინააღმდეგ გამოვდივარ. მაგრამ გარკვეული პოეზია ყოველთვის მზად იყო გაემართლებინა ნაციონალისტური, რასისტული, ტოტალიტარული რეჟიმები. გავიხსენოთ ეზრა პაუნდი, დიდი მოდერნისტი პოეტი, იტალიაში იყო, ფაშისტებზე მუშაობდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ტომას სტერნზ ელიოტიც „ღობეზე იჯდა“- არ აკეთებდა მკაფიო არჩევანს... შორს რომ არ წავიდეთ, ჩემი ყოფილი ქვეყანა - იუგოსლავია - მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ რადოვან კარაჯიჩი, ბოსნიელი სერბების ლიდერი, პოეტი იყო. კიდევ ერთხელ - მე არ ვგმობ პოეზიას, პოეზიას შეუძლია იყოს ავთენტიკრი ხმა სიკეთისათვის. მაგრამ მაინც, ჩვენ რუსეთთან დღევანდელი გამოცდილების გათვალისწინებით უფრო ღრმად უნდა ჩავიხედოთ წარსულში, და დავინახოთ, გავანალიზოთ ის ფესვები, რაზეც ეს ყველაფერი ამოიზარდა. და იცით, სად ვხედავ ერთ ასეთ ფესვს? ჯერ კიდევ 70-იან წლებში, კაგებემ გაიაზრა, ისინი სულელები არ იყვნენ და დაინახეს, რომ რუსეთი იდეოლოგიურ ომს აგებდა - ეს დასავლური პოპულარული კულტურის, როკმუსიკის, და ყველაფერი მსგავსის ამოფრქვევა იყო. რა დავუპირისპიროთ ამას? და მათ დაიწყეს კავშირების აღდგენა მართლმადიდებელ ეკლესიასა და რუს კონსერვატორებთან, რომელთაც მანამდე სდევნიდნენ. ეს იმიტომ, რომ მათ იცოდნენ - ერთადერთი ძალა, რომელსაც რეალურად შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია ინდივიდუალისტი, ჰედონისტი დასავლეთისათვის, იყო ტრადიციული რუსული კულტურა - ეს არ ნიშნავს მხოლოდ პუტინსა და პატრიარქს, რომელიც რუსული ეკლესიის მაფიოზ ბოსად იქცა. ამ კავშირს უფრო ღრმა მნიშვნელობა აქვს - ერთგვარი შეთანხმებაა ყოფილი კაგებეს უფრო ბნელ ძალებსა და რუსულ მართლმადიდებლურ ტრადიციას შორის.

რადიო თავისუფლება: ამ ყველაფრის მიუხედავად, პროფესორო, ვშიშობ, მთავარი კითხვა პასუხგაუცემელი დატოვეთ. კითხვა ასეთი იყო: რასთან გვაქვს საქმე - იდეოლოგიასთან, რომელსაც კრემლი ხალხს თავს ახვევს თუ იდეოლოგიასთან, რომელსაც ერი იზიარებს, რომელიც მისთვის ახლობელია? ამაზე პასუხი მიგვიყვანდა შემდეგ კითხვამდე - კოლექტიური პასუხისმგებლობის შესახებ - ვის ომს ვხედავთ დღეს უკრაინაში? პუტინის ომია ეს თუ რუსეთისა?

სლავოი ჟიჟეკი: მე ვიტყოდი, რომ... შეიძლება მე ზედმეტად ოპტიმისტური ვარ, მაგრამ ვეცდები, ნეოფაშისტებს დავესესხო და შუა გზა ვიპოვო ორ უკიდურესობას შორის. პირველი, არ უნდა გამოგვრჩეს რუსეთის ჩვეულებრივ მოქალაქეებშიც კი ფესვგადგმული ის იდეა, რომ “ჩვენ დიადი სახელმწიფო ვიყავით, ჩვენ ამას ვიმსახურებთ” და ა.შ. ეს პოპულარული ტრენდია. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რუსეთი და რუსი ხალხი გახლეჩილია. უმრავლესობა ნეიტრალურია - მაგრამ ეს არის ცინიკური ნეიტრალიტეტი, ისე, როგორც მილოშევიჩის დროს სერბეთში. რატომ დაკარგა ძალაუფლება მილოშევიჩმა? არა იმ საშინელებების გამო, რასაც ის ჩადიოდა - ეთნიკური წმენდა და ა.შ... - მილოშევიჩმა ძალაუფლება დაკარგა იმიტომ, რომ ომი წააგო. თუ პუტინი მოიგებს, ეს მის პოპულარობას გაზრდის რუსეთში - და ეს არ იქნება ყალბი პოპულარობა. თუ დამარცხდება, მაშინ, რა თქმა უნდა, შერაცხავენ დიქტატორად, რომელმაც რუსეთი დააღალატა და ა.შ. მე არ ვარ მზად, რუსი ხალხი პირდაპირ მოვნათლო ფაშისტებად. ისინი სადღაც შუაში არიან გაჩხირულნი, როგორც ბევრი სხვა, მაგრამ ეს ტრადიცია - რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ტრადიცია - სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ სახიფათოა. რუსულ კულტურას აქვს თავისი დიდი მიღწევები - სხვა რომ არაფერი, მე თუ მკითხავთ, მეოცე საუკუნის სამი უდიდესი მწერალია: პირველი, სამუელ ბეკეტი. და არა ჯოისი, ის პრეტენზიულია, ვის რა ჯანდაბად ადარდებს „ფინეგანის სამძიმარი“? ასე რომ, ბეკეტი. შემდეგ, რა თქმა უნდა, ფრანც კაფკა და მესამე - ანდრეი პლატონოვი. ანა ახმატოვა დიდად არ მეხატება გულზე, ჩემთვის ის ზედმეტად ახლოა მთელ ამ რუსეთის და რუსების დედობასთან, აი, მანდელშტამი კი ბევრად უკეთესი პოეტია. მოკლედ, როგორც ყველა კულტურა, რუსული კულტურაც ღრმადაა გახლეჩილი, იქაც ბრძოლაა, და ამიტომ ვერ დავეთანხმები ჩემს იმ უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც ამბობენ - ბოიკოტი რუსულ კულტურას! მე ვკითხულობ - რატომ უნდა შევატოვოთ ეს ხელში პუტინს? რატომ უნდა იქცეს ის ერთადერთ მემკვიდრედ რუსული კულტურისა? რუსეთი ღრმა კონფლიქტშია საკუთარ თავთან - აი, ასე შევაჯამებდი ამ ყველაფერს.

რადიო თავისუფლება: თქვენ ამბობთ, რომ რუსი ხალხის დამოკიდებულება პუტინისადმი განისაზღვრება იმით, მოახერხებს თუ არა ის ამ ომში გამარჯვებას. ამან თქვენი ერთი ციტატა გამახსენა - როდესაც იმ ხალხს აკრიტიკებთ, დასავლეთში, ვინც ამბობს, რომ დასავლეთმა უკრაინას მხარი არ უნდა დაუჭიროს, ან კიდევ, ზეწოლა უნდა მოახდინოს კიევზე, რომ ეს უკანასკნელი მოლაპარაკებებს დათანხმდეს, რადგან უკრაინას უბრალოდ არ ძალუძს ომში რუსეთის დამარცხება - თქვენ, ერთ-ერთ ნარკვევში, ჩემდა გასაოცრად, ამ მოსაზრებას ეთანხმებით და წერთ: „მართალია, მაგრამ სწორედ ესაა უკრაინული წინააღმდეგობის სიდიადის საზომი. მათ გარისკეს და შეუძლებელს შეეჭიდნენ, პრაგმატული გათვლები თავდაყირა დააყენეს და მათი სრული მხარდაჭერა ჩვენი ვალია“. თუ არ გჯერათ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, თუ უკრაინა განწირულია, მაშინ რაღა აზრი აქვს დასავლეთის ამ დახმარებას?

სლავოი ჟიჟეკი: ეტყობა, ზუსტად ვერ გამოვთქვი, რასაც ვფიქრობდი. უკრაინა ვერ გაიმარჯვებს დასავლეთის ძალიან ძლიერი მხარდაჭერის გარეშე - აი, ამას ვგულისხმობდი. ჩემი პესიმისტური შეფასება, ის, რაშიც დასავლეთს ვადანაშაულებ, მათ შორის ჩემს მემარცხენე კოლეგებსაც, რომლებმაც ძალიან გამიცრუეს იმედები, არის შემდეგი: ალბათ, გახსოვთ, ან როგორ არ გეხსომებათ, ომის დასაწყისი. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნომინალურად მხარს ვუჭერდით უკრაინას, ჩემთან პირად საუბრებში უამრავმა ადამიანმა, როგორც მემარცხენეებმა, ასევე მემარჯვენეებმა, გამიმხილეს, რომ მთავარი, და ცუდი სიურპრიზი ამ ყველაფერში ის იყო, რომ უკრაინამ თავი დაიცვა, რომ მათ სურდათ, ომი მალევე დამთავრებულიყო. შემდეგ, რა თქმა უნდა, დავგმობდით რუსეთს! ერთი-ორი წელიწადი ვითამაშებდით ბოიკოტობანას, მერე კი ყველა შეეგუებოდა ახალ რეალობას და ყველაფერი ისევ კალაპოტში ჩადგებოდა. გულის სიღრმეში, ქვეცნობიერად, ეს იყო ჩვენთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება და მოულოდნელობა - არა ის, რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, არამედ ის, რომ უკრაინამ წინააღმდეგობის გაწევა შეძლო. და იცით ყველაზე გასაოცარი აქ რა არის - მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ვთქვი, უკრაინა მარტო ვერ მოიგებს ამ ომს - იმის ნაცვლად, რომ შიშით ვცახცახებდეთ და ვკითხულობდეთ: ღმერთო, ეს რუსეთს უარესისკენ ხომ არ უბიძგებს? ამის ნაცვლად, ჩვენ, განსაკუთრებით მემარცხენეები, არ უნდა ვხარობდეთ იმით, რომ უკრაინა არ დანებდა? ეს ხომ ჭეშმარიტი, სახალხო წინააღმდეგობის იშვიათი მაგალითია?! მათ შეუძლებელი შეძლეს, ყველა მემარცხენე აღფრთოვანებული უნდა იყოს ამით.

რადიო თავისუფლება: სწორედ ეს უნდა მეკითხა ბოლოს - უფრო სწორად, მეთხოვა, რომ უფრო დეტალურად ახსნათ - საიდან მოდის მემარცხენეების ერთგვარი მონუსხულობა რუსეთით, მოდით დავარქვათ ამას აკვიატება, მათ შორის გამორჩეული მემარცხენე მოაზროვნეების, ბატონების, ჩომსკის ან საქსის ჩათვლით, რას ეფუძნება მათი აღფრთოვანება?

სლავოი ჟიჟეკი: ვფიქრობ, აქ ორ მთავარ მოტივთან გვაქვს საქმე. პირველი ღიად ეგოისტურია - და ამის ნათელი მაგალითია სარა ვაგენკნეხტის, გერმანელი მემარცხენეების ერთ-ერთი ლიდერის, განცხადება. ის ღიად ამბობს: რატომ უნდა დავკარგოთ ენერგორესურსები, ფინანსები და ა.შ. ომისთვის, რომელიც ჩვენგან ასე შორსაა? მიუხედავად იმისა, რომ ეს ომი რეალურად არც ისე შორსაა გერმანიიდან. მაგრამ ის კითხულობს - რატომ უნდა დავაყენოთ ჩვენი კეთილდღეობა, მშრომელების კეთილდღეობა, როგორს ის ამბობს, საფრთხის ქვეშ? მისი გადმოსახედიდან, უკეთესი იქნება, უკრაინა გავწიროთ, უკრაინა დაიღუპოს, ეს უფრო მისაღებია, ვიდრე ის, რომ გაზსა და ელექტროენერგიაში მეტი გადავიხადოთ. ერთი სიტყვით, მხოლოდ პრაგმატიზმი. მეორე მოტივი, რომელიც პირველზე უფრო ღრმადაა ჩაბუდებული - არის უნდობლობა აშშ-ის მიმართ, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ნატოს მიმართ. მემარცხენეთა დოგმა გვიქადაგებს: ვინც უნდა იყო, სასტიკი დიქტატორი თუ უარესი, თუ ნატო გებრძვის, ესე იგი, მთლად ცუდიც არ ყოფილხარ და რაღაც კარგიც არის შენში. ნატო ავტომატური ოპონენტია. მე ვფიქრობ, ეს მოსაზრება წმინდა წყლის სისულელეა. სწორედ ასეთი აბსტრაქტული პაციფიზმი წაეხმარა მეორე მსოფლიო ომის წინ გერმანულ პროპაგანდასაც - ისინი ამას უწოდებენ ანტიიმპერიალიზმს, რომ თითქოსდა, ფრანგული, ინგლისური და ამერიკული იმპერიალიზმი ცდილობს ევროპის დამორჩილებას, ჩვენ კი ევროპის ავტონომიას უზრუნველვყოფთ, ევროპას ვიხსნით და ა.შ. პარადოქსია, რომ ჩომსკი, რომელიც თავის თავს პოლიტიკურ ანარქისტად მიიჩნევს, იქცა რუსეთის მხარდამჭერად შეიძლება არა, მაგრამ - ახლა პოპულარული ტერმინია გაგება, რუსეთის გაგება... დე ფაქტო ეს ნიშნავს, რომ, კი, დავეხმარებით უკრაინას, მაგრამ ამავდროულად გავაფრთხილებთ - ზედმეტი არ მოგივიდეს, ზედმეტი არ მოინდომო, რუსეთი ძალიან არ გააღიზიანო. ყველაზე გულდასაწყვეტი ამ ყველაფერში ისაა, რომ პაციფისტები თავის თავსაც კი ვერ უტყდებიან, არ შეუძლიათ აღიარონ ერთი მარტივი ფაქტი - ისინი გაიძახიან: როგორც იქნა, ფრონტი მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, ახლა დროა, უკრაინას ვუბიძგოთ, რომ მოლაპარაკებებს დათანხმდეს, რუსეთს კი უკრაინის მიწის ნაჭერი მივუგდოთ. ამ პაციფისტებს ერთი რამ ან ავიწყდებათ, ან არ ესმით - ჩვენ ამ შედარებითი სტაბილიზაციას სწორედაც რომ დასავლეთის უკრაინისადმი დახმარებით მივაღწიეთ. ესაა პარადოქსი, რომელსაც თვალს ვერ უსწორებენ - რომ დასავლეთის ინტერვენციამ მოგვცა მშვიდობის შანსი, ამის გარეშე უკრაინა, ალბათ, დღეს ოკუპირებული იქნებოდა და პუტინი კი ამით არ დაკმაყოფილდებოდა, არ შეჩერდებოდა, ის, ალბათ, გააგრძელებდა მოლდოვით, ბალტიის ქვეყნებით, ფინეთზე ზეწოლის გაზრდით და ასე შემდეგ...

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Истории жителей Поморья представили в семейном мюзикле в Архангельске



Мир

В Турции в ужасе удивились: сотни нелегальных отелей как ни в чем не бывало принимают туристов и выставляются на площадках бронирования




Українські новини

Estischool - Школа за британською програмою



Новости 24 часа

В РМАТ ПРОШЕЛ I БИЗНЕС-ФОРУМ ВЫПУСКНИКОВ РМАТ 1999-2023 ГОДА ВЫПУСКА, ПОСВЯЩЕННЫЙ 55-ЛЕТНЕМУ ЮБИЛЕЮ АКАДЕМИИ



Game News

Five new Steam games you probably missed (May 20, 2024)



Москва

Путин наградил председателя Общественной палаты Ставрополья Орденом дружбы



News Every Day

Ballroom culture coming to the Long Beach Pride Festival



Блоги

В РМАТ ПРОШЕЛ I БИЗНЕС-ФОРУМ ВЫПУСКНИКОВ РМАТ 1999-2023 ГОДА ВЫПУСКА, ПОСВЯЩЕННЫЙ 55-ЛЕТНЕМУ ЮБИЛЕЮ АКАДЕМИИ



Москва

В Москве произошла драка с участием 15 человек, двое в больнице



Булат Окуджава

Булат Окуджава и мой ответ тем, кто хотел бы его «отменить»



Москва

Команда Карлсона назвала ложью сообщения о запуске его авторского телешоу в РФ



Камила Джорджи

Экс‑теннисистка Джорджи обвиняется в краже мебели и ковров на €100 тысяч — СМИ



Москва

Ставки снова растут: «Выберу.ру» подготовил рейтинг лучших краткосрочных вкладов в мае 2024 года



РПЛ

Проводы Джикии, дубль Сулейманова и парады голов в Нижнем Новгороде и Екатеринбурге: чем запомнился 29-й тур РПЛ



Симферополь

Театр и Культура, Россия и Дети: 15 мая театр кукол Ульгэр представил спектакль «Мүнгэн мүшэдүүд» в стенах Художественного музея для первых классов гимназии №29 Улан-Удэ



Москва

Ставки снова растут: «Выберу.ру» подготовил рейтинг лучших краткосрочных вкладов в мае 2024 года



Москва

Сергей Собянин: Колледжи проведут Дни открытых дверей



Москва

«СВЯТОЙ ЛЕНИН» УЛУЧШАЕТ ЗАКОНЫ, управляет патентами и улучшает командное планирование в целях учёта интереса всего народа.



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Полиция начала поиск скрывшихся участников массовой драки на юге Москвы

Бонгонда: стадион и база «Спартака» — мои любимые места в Москве

Путин наградил председателя Общественной палаты Ставрополья Орденом дружбы

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)


Москва

Олимпийский чемпион Роман Костомаров поздравил победителей номинации «Экскурсия без границ» программы «Лига Экскурсоводов»






Rss.plus

"Возрождение интереса к народному искусству и ремеслам в современном мире"

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

В РМАТ ПРОШЕЛ I БИЗНЕС-ФОРУМ ВЫПУСКНИКОВ РМАТ 1999-2023 ГОДА ВЫПУСКА, ПОСВЯЩЕННЫЙ 55-ЛЕТНЕМУ ЮБИЛЕЮ АКАДЕМИИ

Новые вызовы и обеспечение технологического суверенитета квалифицированными кадрами обсудили в Москве

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Тимати

«Справляюсь только медикаментозно»: мать Тимати призналась в тяжелом недуге




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Футболисты ФК «Динамо Пушкино» заняли второе место в межрегиональном турнире Laffy Cup 2024

Охрана и безопасность. Как роботы и дроны работают на спортивных объектах?

Олимпийский чемпион Роман Костомаров поздравил победителей номинации «Экскурсия без границ» программы «Лига Экскурсоводов»


WTA

Потапова не смогла пробиться во второй круг турнира WTA в Страсбурге



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Симферополь

Театр и Культура, Россия и Дети: 15 мая театр кукол Ульгэр представил спектакль «Мүнгэн мүшэдүүд» в стенах Художественного музея для первых классов гимназии №29 Улан-Удэ



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России