უკრაინამ სამოქალაქო ობიექტებზე იერიშებისთვის პირველი ბრალდებები წაუყენა რუსეთის მაღალჩინოსნებს
მათ ბრალი ედებათ აგრესიული ომის მომზადებასა და წარმოებაში, ასევე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, გენერალი კობილაში ხელმძღვანელობს მასირებულ სარაკეტო იერიშებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ადმირალი ოსიპოვი კი 10 აგვისტომდე ბრძანებებს გასცემდა შავი ზღვის აკვატორიიდან უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელების შესახებ.
ეს პირველი ბრალდებებია, რომლებიც უშუალოდ სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ იერიშებთან არის დაკავშირებული.

