რომელია თქვენი ძვირფასი ქვა, დაბადების თვის მიხედვით
თითოეულ თვეს თავისი ძვირფასი ქვა შეესაბამება. ისინი ამა თუ იმ პლანეტის განსაკუთრებულ ენერგეტიკას ატარებენ. გემოლოგებს სჯერათ, რომ ამ კრისტალების ტარებით ჩვენ ამ ენერგიას ვუკავშირდებით, რაც იღბლის მოზიდვასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება.
- იანვარი – ძოწი
- თებერვალი – ამეთვისტო
- მარტი – ფირუზი
- აპრილი – ბრილიანტი
- მაისი – ზურმუხტი
- ივნისი – მარგალიტი
- ივლისი – ლალი
- აგვისტო – იაგუნდი
- სექტემბერი – საფირონი
- ოქტომბერი – იასპი
- ნოემბერი – სარდიონი
- დეკემბერი – ბივრილი
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ქვა “ინდოეთის ვარსკვლავია”. ეს უზარმაზარი საფირონი 2 მილიარდ წელზე მეტი ხნისაა. ასევეა “იმედის ბრილიანტი”, რომელსაც სხვანაირად “დაწყევლილ ბრილიანტს” ეძახიან და მიაჩნიათ, რომ მას მფლობელისთვის უბედურება მოაქვს. იგი თავდაპირველად ლუი XIV-ს ეკუთვნოდა. კარტიეს მარგალიტის მძივი ერთმა მდიდარმა ამერიკელმა ბანკირმა შეიძინა გასულ საუკუნეში, რადგან მის მეუღლეს ძვირფასი ქვები ძალიან უყვარდა. ამ სამკაულში მან ექვსსართულიანი შენობა გაცვალა.
წყარო/ფოტო: Fun Facts

