ყინულოვანი კონტინენტის საიდუმლოებები
ანტარქტიდა ერთადერთი კონტინენტია მსოფლიოში, რომელსაც არც მოსახლეობა ჰყავს და იქ ვერც ქალაქებს ან დასახლებებს შეხვდებით. გზად, მხოლოდ მეცნიერები და მკვლევარები მოგეგებებიან, რომლებიც სამეცნიერო მიზნებისთვის, ექსპედიციებისთვის არიან მივლინებულნი. ისინი სამიდან ექვს თვემდე დროს ჰყოფენ კონტინეტზე.
პოლარული დათვები სამხრეთ პოლუსზე არ გვხვდებიან, მათ მხოლოდ ჩრდილოეთში თუ შეხვდებით, რადგან ჯერ კიდევ უძველეს დროში, პანგეას დაშლის შედეგად, დათვები ანტარქტიდაზე აღარ ცხოვრობენ.
ანტარქტიდაზე დროებით მცხოვრები ადამიანების უმეტესობა რელიგიურად ქრისტიანია, დაახლოებით, 70%, დანარჩენები ათეისტები ან სხვა რელიგიის აღმსარებლები გახლავთ.
ანტარქტიდა ბერძნული სიტყვიდან “ანტარქტიკოს” მომდინარეობს, რაც არქტიკის საპირისპიროს ნიშნავს.
ყინულოვანი უდაბნო უდაბნოთაგან ყველაზე დიდია მთელ მსოფლიოში. იგი საჰარას ზომით ორჯერ აღემატება.
ყოველი წლის 1 დეკემბერს ანტარქტიდის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ადოლფ ჰიტლერმა ანტარქტიდაზე ექსპედიცია გაგზავნა, რომელსაც ვეშაპის ცხიმის მოპოვება ევალებოდა. მათ ეს პროდუქტი სპეციალური იარაღის დასამზადებლად სჭირდებოდათ.
100 მილიონი წლის წინ ანტარქტიდა ყინულით დაფარული არ ყოფილა. იქ მეცნიერებმა ბაყაყების, ჩიტების, დინოზავრების და სხვა სახეობების ნეშთები აღმოაჩინეს.
ზვიგენებს ანტარქტიდის მიმდიბარე წყლებში გადარჩენა არ შეუძლიათ, ისინი ცივ ტემპერატურას ვერ უძლებენ. ზვიგენის ერთადერთი სახეობა, რომელიც ამჟამად გადაშენებულია, მაგრამ წარსულში სამხრეთში ბინადრობდა, გახლავთ Striatolamia. მისი ადგილსამყოფელი სეიმურის კუნძული იყო, ანტარქტიდის მხარე, რომელიც ყინულით არ არის დაფარული.
1960 წელს ამერიკის კონგრესმა დააწესა სპეციალური მედალი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ანტარქტიდაზე სამხედრო, სამეცნიერო ან სხვა მიზნით ექსპედიციაში გაემგზავრებოდნენ და თავიანთ მოვალეობას მოიხდიდნენ.
მიუხედავად გაუსაძლისი პირობების, მომაკვდინებელი ტემპერატურის და სასტიკი ბუნებისა, ანტარქტიდაზე მსოფლიოში ყველაზე სუფთა ჰაერია, რაც კიდევ უფრო ცხადჰყოფს, თუ როგორ უხეშად იცვლება ბუნება ანთროპოგენული ჩარევების შედეგად.
წყარო/ფოტო: The Fact Site