ირაკლი ღარიბაშვილი: Majid Al Futtaim-ს საკუთარი გამოცდილებით აქვს ინფორმაცია საქართველოს წარმატების, ბიზნესის კეთების სიმარტივისა და ასათვისებელი პოტენციალის შესახებ
სასურსათო პროდუქციით საცალო ვაჭრობისა და ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელი კომპანიის Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელ დირექტორთან ჰანი ვეისთან შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, Majid Al Futtaim-ს საკუთარი გამოცდილებით აქვს ინფორმაცია საქართველოს წარმატების, ბიზნესის კეთების სიმარტივისა და ასათვისებელი პოტენციალის შესახებ.
ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული კაპიტალდაბანდებები განიხილეს.
„შევხვდი სასურსათო პროდუქციით საცალო ვაჭრობისა და ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელი კომპანიის Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელ დირექტორს ჰანი ვეისს.
განვიხილეთ კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული კაპიტალდაბანდებები. ამ კონგლომერატს საკუთარი გამოცდილებით აქვს ინფორმაცია საქართველოს წარმატების, ბიზნესის კეთების სიმარტივისა და ასათვისებელი პოტენციალის შესახებ”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.