მერაბ ღაღანიძე: თუკი ის, რაც ლევან ბერძენიშვილს მოუწყვეს ყვარელში, ორ აზრს შეიძლება იწვევდეს, საქართველოში ცნობიერებითი …
“თუკი ის, რაც ლევან ბერძენიშვილს მოუწყვეს ყვარელში, ორ აზრს ან ორგვარ შეფასებას შეიძლება იწვევდეს (მიუხედავად დამოკიდებულებისა პირადად ლევანის, მისი საქმიანობის, მისი საჯარო ლექციების, მისი ხედვის, მისი წარსულისა თუ აწმყოს მიმართ), საქართველოში ცნობიერებითი სამოქალაქო ომის გარემო ჩამომდგარა და ადამიანებს სულ უფრო გაგვიჭირდება, გავუგოთ ერთმანეთს, ან ვიპოვოთ რამე საერთო თუ გამაერთიანებელი. ამდენად, სრულიად არ იქნება მოულოდნელი, სულ მალე ირგვლივ ნამდვილი დენთის სუნიც დატრიალდეს,” – წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურისა და რელიგიის მკვლევარი მერაბ ღაღანიძე.