ყველაზე მშვიდი ზოდიაქოს ნიშნები
კირჩხიბი
ძალიან ლიალურები და მომთმენები არიან. კირჩხიბი ტოლერანტულია როგორც საკუთარი, ისე სხვისი გრძნობების მიმართ. მისი ეს თვისებები ყველაზე მშვიდ და გაწონასწორებულ ზოდიაქოს ნიშნად აქცევს. გარდა ამისა, იგი საოცრად გულუხვი და კეთილია. მარტივია კირჩხიბის გაბედნიერება, ამისათვის კომფორტული გარემოს შექმნა და კარგი ფილმის ყურებაც საკმარისია. ეს ნიშანი იმითაა განსაკუთრებული, რომ სიყვარულის მცირედ გაცემულ წილსაც კი უკან უფრო დიდი გრძნობით გიბრუნებთ. ძალიან მგრძნობიარეა და ემოციური, თუმცა ეს ხელს არ უშლის სიმშვიდის შენარჩუნებაში.
თხის რქა
ამბიციური, თავშეკავებული და მკაცრია. იგი არავის მისცემს მისით მანიპულირების უფლებას. ფაქტობრივად, შეუძლებელია წონასწორობა დააკარგვინო. რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, თხის რქას აქვს უნარ ფოკუსირდეს მხოლოდ მის მიზანსა და სურვილებზე, შესაბამისად, ინარჩუნებს შინაგან ჰარმონიას და ბალანსს. თუ შტორმია, ბორტზე აუცილებლად უნდა იყოს თხის რქა.
თევზები
ღრმა და ემპათიური, კირჩხიბის მსგავსად წყლის სტიქიის წარმომადგენელია და საკუთარ თავში ემოციების მთელ ოკეანეს იტევს. ნებისმიერი ადამიანისთვის შეიძლება იყოს ფსიქოლოგი. მიუხედავად იმისა, რომ უყვარს რეალობისგან გაქცევა, ძალიან კარგად გამოსდის სხვების თანაგრძნობა, ცდილობს ყველას გაუგოს და დაეხმაროს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, თევზები არ ბრაზდებიან, ისინი უცხოვდებიან. ამიტომ თქვენ ვერ იხილავთ მათ განრისხებულს, წონასწორობა დაკარგულს, იგი უბრალოდ გაგრიყავთ მისი ცხოვრებიდან და აღაროდეს დაგიბრუნდებათ.
წყარო/ფოტო: Best Life