დღე ისტორიაში – 18 იანვარი
2005 წელს საფრანგეთმა მსოფლიოს უდიდესი თვითმფრინავი, “სუპერ ჯამბო” წარადგინა. მან პირველი ფრენა ამავე წლის 27 აპრილს განახორციელა.
1973 წელს ტელეკომპანია BBC-ის ეთერში სერიალ Flying Circus მესამე სეზონის ბოლო ეპიზოდი გამოვიდა.
1964 წელს ნიუ-იორკის საერთაშორისო სავაჭრო ქალაქად ქცევის იდეა გამოცხადდა.
1964 წელს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი Beatles ბილბორდის ცხელ ასეულში პირველად მოხვდა.
1951 წელს შექმნეს სიცრუის დეტექტორი. ჯონ აუგუსტუს ლარსონი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც იგი გამოიყენა.
1919 წელს პარიზის მშვიდობის კონფერენცია დაიწყო.
1862 წელს ამერიკის პრეზიდენტი ჯონ ტაილერი გარდაიცვალა.
1778 წელს კაპიტანი ჯეიმს კუკი გახდა პირველი მოგზაური, რომელმაც ჰავაის კუნძულებს მიაღწია.
474 წელს ლეო II რომის იმპერატორი გახდა, შვიდი წლის ასაკში.
ასევე 18 იანვარს ვინი პუჰის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
წყარო/ფოტო: Fun Facts