კომიქსების ლეგენდარული გმირის ისტორია – ქალი საოცრება
“ქალი საოცრება” ერთ-ერთი პირველი ქალი სუპერგმირია, რომელიც ეკრანებზე გამოჩნდა. მისი ისტორია მე-20 საუკუნიდან იწყება. ეს პერსონაჟი სიმბოლურად წარმოაჩენს ქალთა უფლებებს და მათ შესაძლებლობებს, იმ პრობლემებს, რასაც ისინი აწყდებიან თავიანთი იდეებისთვის ბრძოლაში.
მისი დებიუტი 1941 წლის ოქტომბერში შედგა. სუპერმენისა და ბეტმენის შემდეგ “ქალი საოცრება” ერთ-ერთი პირველი გმირი იყო, რომელმაც თავისი პერსონალური წიგნი მიიღო.
პირველი კომიქსი ამ ლეგენდარული პერსონაჟის შესახებ აკრძალული იყო, რადგან მის კოსტიუმს ზედმეტად გამომწვევად მიიჩნევდნენ. მისი ოფიციალური ტიტულია, პრინცესა დაიანა თემისკირიდან.
21 ოქტომბერს Wonder Woman-ის საერთაშორისო დღე აღინიშნება. იგი პირველი ქალი პერსონაჟი იყო, რომელიც სამართლიაონის საზოგადოებას შეურთდა, მოგვიანებით სამართლიანობის ლიგად იწოდა.
რაც შეეხება მის პიროვნულ იდენტობას, დაიანა მედდა გახლდათ, რომელიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა. იგი ჰიპოლიტას, ამაზონის დედოფლის, და ზევსის ქალიშვილია. გაიზარდა კუნძულზე, სადაც მხოლოდ ამორძალები ცხოვრობდნენ. მას დაკარგული ტყუპისცალი, სახელად ნუბია, ჰყავს.
2017 წელს “ქალი საოცრება” ლებანონში აკრძალეს, რადგან მის შესახებ გადაღებულ ფილმში მთავარ როლს გალ გადოტი ასრულებდა, რომელიც ისრაელიდანაა.
ეს პერსონაჟი უამრავი ქალისა და გოგონასთვის წლების განმავლობაში იყო და არის მისაბაძი გმირი. მამაცი, გამბედავი, კეთილშობილი და მებრძოლი ხასიათის მქონე ქალი, რომელიც არასოდეს უშინდება დაბრკოლებებს.
წყარო/ფოტო: The Fact Site