რუსეთის პატრიარქი კირილი: უფალი რუსეთს, მის ხელისუფლებას, პრეზიდენტს და ჯარს არ მიატოვებს
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილს განცხადებით, რუსეთის განადგურების სურვილი მსოფლიოს დასასრულის ტოლფასია.
თავის ქადაგებაში მან განაცხადა, რომ უფალი რუსეთს, მის ხელისუფლებას, პრეზიდენტს და ჯარს „არ მიატოვებს“.
„ზოგიერთ გიჟს გაუჩნდა აზრი, რომ რუსეთი, რომელიც დასახლებულია ძალიან ძლიერი ხალხით, რომლებიც ყოველთვის მოტივირებულნი იყვნენ გამარჯვებისთვის, რომლებიც არასოდეს დანებდნენ არცერთ მტერს, რომლებიც ყოველთვის გამარჯვებულები გამოდიოდნენ, ამჟამინდელ პირობებში შესაძლოა, დამარცხდეს ან განადგურდეს. მინდა გითხრათ, რომ რუსეთის განადგურების ნებისმიერი სურვილი მსოფლიოს დასასრულს ნიშნავს. უფალი რუსეთს, მის ხელისუფლებას, პრეზიდენტს და ჯარს არ მიატოვებს“, – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.