Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ღარიბაშვილმა დავოსში „შუა დერეფნის" თემაზე დისკუსიაში ალიევთან ერთად მიიღო მონაწილეობა

ღარიბაშვილმა დავოსში „შუა დერეფნის

შვეიცარიაში, დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან და კომპანია Limak Holding-ის თავმჯდომარე ებრუ ოზდემირთან ერთად მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასკვნით ნაწილში გამართულ დისკუსიაში. დისკუსიის მოდერატორი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მირეკ დუშეკი, თემა კი - „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“. დისკუსიის მთავარ მიზანს წარმოადგენდა კავკასიის რეგიონის როლის განსაზღვრა ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისა და ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიცირებაში.

დისკუსიაზე წამოიჭრა უკრაინის ომის საკითხი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი ომის თემა „შუა დერეფნის" კონტექსტში წარმოადგინა. „ეს კატასტროფული ომია მთელი რეგიონისთვის. ჩვენც გვეხება და მგონი ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია. ომამდე ქვეყნები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ „შუა დერეფანს", მაგრამ ომის შემდეგ ყურადღება გააქტიურდა და გაიზარდა. ამიტომ, როგორც ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, მეც გავიმეორებ, რომ ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, თურქეთთან, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და ჩვენი შერწყმა ძალიან კარგია. ჩვენ ამ ეტაპზე დიდ კაპიტალდაბანდებას ვახდენთ ინფრასტრუქტურაში, მინდა აქვე ვახსენო, რომ ჩვენი გზატკეცილები, რომელიც შენდება, 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. 2,3 მილიარდი დოლარი ჩაიდო ამ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში და ეს ხელს შეუწყობს ტრანსპორტირების მიმართულებას. აქვე მინდა ვახსენო საპორტო ინფრასტრუქტურა. შავ ზღვაზე საქართველოს პორტები საკმაოდ დიდია, მაგრამ კიდევ უნდა გავზარდოთ შესაძლებლობები“, - თქვა პრემიერმა.

დისკუსიაზე ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. „ერთი კონკრეტული პროექტი მინდა ვახსენო - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ამ პორტის მშენებლობას. 51% ამ ობიექტისა, ამ კონსორციუმისა იქნება საქართველოს მთავრობის მფლობელობაში, 49% კი გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერზე. ჩვენ საუბარი გვაქვს ბევრ პოტენციურ ინვესტორთან ამ მიმართულებით, - თქვა პრემიერმა პანელურ დისკუსიაზე და დაამატა, - პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ მზარდია პოტენციალი აზერბაიჯანის პორტებში, ყაზახეთსაც იგივე მზარდი პოტენციალი აქვს, საქართველოს 550 ათასი ტონა შეუძლია გაატაროს ფოთში და 20 000 ათასი ბათუმში, ეს არ არის საკმარისი, მინდა, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ შესაძლებლობის გაზრდის მიზნით“.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აზერბაიჯანთან ერთად სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს, მათ შორის არის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრონული კაბელი. „ესეც საინტერესო ინიციატივაა, ამას ვაკეთებთ აზერბაიჯანთან, რუმინეთთან, უნგრეთთან ერთად, ეს ინიციატივა მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ. პრინციპში, ბუქარესტში ვიყავით დეკემბერში და ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, ოთხივე ქვეყანა განახორციელებს ამ პროექტს და ინვესტიციას ჩადებს ამ ამბიციურ პროექტში, ეს ძალიან საინტერესო ინიციატივაა. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ გაიზრდება საქონელბრუნვა ამ დერეფანში, ეს მარშრუტი ყველაზე მოკლეა ევროპასა და მწარმოებლებს შორის. მაგალითად, ჩინეთიდან მომავალ მატარებელს, რომელიც საქართველოს გაივლის, 15, მაქსიმუმ 20 დღე სჭირდება, როდესაც 45 დღე სჭირდება ზღვით“, - განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს და აზერბაიჯანს ერთად ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი აქვთ გაკეთებული, მათ შორის, ქვეყნები მუშაობენ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე. „ამ ეტაპზე რკინიგზის წარმადობა არის 25 მილიონი ტონა წელიწადში. ჩვენ ამ ეტაპზე რკინიგზის მოდერნიზაციას ვახორციელებთ. 2024 წლის ბოლოსთვის იქნება დასრულებული და იმ ეტაპისთვის 48 მილიონი ტონა იქნება წარმადობა. ახლა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ვმუშაობთ აზერბაიჯანთან. რამდენიმე თვის წინ აზერბაიჯანმა დამატებითი დაფინანსება გამოყო ამ პროექტის დასასრულებლად და ეს პროექტი მზად იქნება 2024 წელს. 25 მილიონი ტონა აქედან შემოვა. ამიტომ, ეს ძალიან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებია. აქვე მინდა ვახსენო ურთიერთობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ურთიერთობა დრომ გამოცადა. სანდოობა უმაღლეს დონეზეა. ჩვენ ერთად განხორციელებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული პროექტები, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენები, ახლა რკინიგზის პროექტი და ბევრი სხვა, რომელიც მომავალში იქნება“, - თქვა მან.

რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველო არის ნამდვილად ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი. „რაც ბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, არის ნამდვილად ჩვენს ინტერესებში, რომ შედგეს სამმხრივი შეხვედრა, იმიტომ რომ ეს რეგიონი გვეკუთვნის ჩვენ - სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს და ჩვენ შეგვიძლია გარდავქმნათ ეს რეგიონი რეგიონულ შესაძლებლობებად, მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობებად. ერთი რამ მინდა ვახსენო ასევე - ცივი ომის და საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა ტერმინი ენდე, მაგრამ გადაამოწმე, აი, ეს ნდობა არის აქტუალური, მაგრამ დაემატა ახალი ფრაზა, არ ენდო, მაგრამ ითანამშრომლე“, - განაცხადა პრემიერმა.

ილჰამ ალიევის განცხადებით, კავკასიის სამივე ქვეყანა თუ გააერთიანებს ძალისხმევას ენერგიის, ტრანსპორტის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, საზღვრის დელიმიტაციის კუთხით, უფრო უსაფრთხო იქნება რეგიონი.

„ორი წუთი არ იქნება საკმარისი ამბის მოსაყოლად, სად ვართ, რა ეტაპზე ვართ. ჩვენ ვართ უდაბნოს შუაში, რადგან სომხეთმა, სამწუხაროდ, არ გვიპასუხა ჩვენს წინადადებაზე, რომ მშვიდობის შეთანხმება გაფორმებულიყო. ძალიან მარტივი იყო იმ ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე, რაც საერთაშორისოდ არის აღიარებული. ევროკომისარმა ჰანმა ბრძანა, რომ სომხეთი გვაკლია ამ თემატურ დისკუსიაზე, სამი ქვეყანაა რეგიონშიო. მე ვიცი ვის გულისხმობდა, რატომ არ არის სომხეთი აქ, იმიტომ რომ ჩვენი წინადადება საქართველოსთან ერთად იყო, სამმხრივი ფორმატი დაგვეწყო და უარი თქვა ამაზე სომხეთმა. დიდად ვაფასებ ჩემი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევას, რომელმაც შეხვედრა გამართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ჩვენი წინადადება იყო, რომ ლიდერები შევხვედროდით საქართველოში, რადგან ლიდერები ისტორიულად იკრიბებიან საქართველოში, მაგრამ სომხეთი ამისთვის არ არის მზად. ეს არის ერთ-ერთი პოტენციური რისკი, რადგან კავკასიის სამივე ქვეყანა თუ გააერთიანებს ძალისხმევას ენერგიის, ტრანსპორტის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, საზღვრის დელიმიტაციის კუთხით, უფრო უსაფრთხო იქნება რეგიონი“, - განაცხადა ალიევმა.

ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო და სატრანსპორტო სფეროს მინისტრებმა ნოემბერში ხელი მოწერეს საგზაო რუკას 2022-2027 წლებში „შუა დერეფნის“ განვითარების შესახებ. ის მიზნად ისახავს კასპია-შავი ზღვის რეგიონში ტვირთების გამტარუნარიანობის გაზრდას.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

В Архангельске прошёл межрегиональный теннисный турнир «Белое море»



Мир

Таджикистан




Українські новини

Досвідчені садівники обирають великі технічні горщики для своїх рослин і квітів



Новости 24 часа

Семинар библиотекарей Ленинского округа прошел в Центральной библиотеке



Game News

Life is Strange: Double Exposure продолжит историю Макс Колфилд



Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Родители 308,9 тысячи детей в Московской области получают единое пособие



News Every Day

Panthers take Game 1 of Stanley Cup Final as Sergei Bobrovsky shuts out Oilers



Блоги

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Соцфонд выдал проактивно 3,2 млн сертификатов на материнский капитал



Москва

В музее Николая Островского открылась выставка «Здесь Пушкин танцевал».



Александр Барыкин

Александр Барыкин — Аэропорт (1986)



Москва

Компании «Пионер-М» и «Цифровые решения в строительстве» подписали соглашение об апробации цифрового сервиса по исполнительной документации DACON



Уимблдон

«Маловероятно». Доктор Джоковича поставил под сомнение его возвращение к «Уимблдону»



Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Соцфонд выдал проактивно 3,2 млн сертификатов на материнский капитал



Желдорреммаш

Руководители подразделений электромашинного дивизиона Желдорреммаш прошли обучение в рамках развития производственной системы TOS



Симферополь

«Я жизнь люблю! – привыкла долго жить! »



Москва

"СВЯТОЙ ЛЕНИН: сенсация о прогнозах направит Америку и Европу творить добро?!



Москва

Собянин открыл приемное отделение Морозовской детской городской больницы



Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Соцфонд выдал проактивно 3,2 млн сертификатов на материнский капитал



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Ко Дню России: Миа Бойка, Герман Глас, Elman и другие о том, что такое «дом», об успехе и любви к родной стране

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Соцфонд выдал проактивно 3,2 млн сертификатов на материнский капитал

В тайге на севере Забайкалья продолжается борьба с лесными пожарами

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Родители 308,9 тысячи детей в Московской области получают единое пособие


Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Соцфонд выдал проактивно 3,2 млн сертификатов на материнский капитал






Rss.plus

Семинар библиотекарей Ленинского округа прошел в Центральной библиотеке

"СВЯТОЙ ЛЕНИН: сенсация о прогнозах направит Америку и Европу творить добро?!

«Школа вожатых» прошла в школе №7 в Реутове

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Родители 308,9 тысячи детей в Московской области получают единое пособие

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о волонтерском движении Москвы



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Дмитрий Шостакович

В Баку впервые прозвучит «Ленинградская» симфония Дмитрия Шостаковича




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

На Играх стран БРИКС выступят выпускники амурских спортшкол

Прославленный вратарь Икер Касильяс присоединился к кампании Hisense «Ставшие легендой» в поддержку УЕФА ЕВРО 2024™

Московские школьники завоевали медали на Азиатской физической олимпиаде


ATP

Итальянский теннисист Янник Синнер впервые возглавил рейтинг ATP



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Game News

Concord is skipping free-to-play and pulling a Helldivers 2 instead: $40 for the full game with all 16 heroes at launch



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России